top of page
Screenshot 2026-09-22 at 7.34.00 PM.png

PMP® გამოცდისთვის მოსამზადებელი ინდივიდუალური მენტორობის პროგრამა 

ფასი: 4,950 ₾*

დაგვიკავშირდით: 
ვანო ნადირაძე:
593 302818, vano@nadiradze.biz

* 20%-ის გადახდა ხდება წინასწარ. დანარჩენი თანხა, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, პროგრამის დასრულებამდე

ვისთვისაა პროგრამა

მოსამზადებელი მენტორობის პროგრამა განკუთვნილია პროექტის მენეჯერების ან პროექტში საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებისთვის, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტის მართვის პროფესიონალის (PMP®) ტიტული და შესაბამისი სერტიფიკატი.

მართვის აკადემია საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მოემზადონ საერთაშორისოდ აღიარებული PMP® (Project Management Professional) სერტიფიცირების გამოცდისთვის მაქსიმალური ხარისხით, გარანტირებული შედეგით.

დაახლოებით 3 თვის განმავლობაში განმავლობაში, მენტორები მონაწილეებს აუხსნიან და ყურადღებას გაუმახვილებენ ყველა იმ ძირითად თემაზე, საკითხსა და ტექნიკაზე, რაც საჭიროა PMP®-ის საერთაშორისო სერტიფიცირების გამოცდისთვის.

​

ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს პროექტის მართვა (რაც დაეხმარება მათ როგორც პრაქტიკულ ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე გამოცდის ჩაბარებაში) რეკომენდებულია PMP®-ის მოსამზადებელი მენტორობის პროგრამის გავლამდე დაესწრონ მართვის აკადემიის პროექტის მართვის ტრენინგს

გახდით საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი 

პროგრამის ავტორი, ხელმძვანელი და მთავარი მენტორი

ტრენერები

ვანო ფოტო - Vano Photo copy.jpg

ვანო ნადირაძე

ვანო არის პროექტის მენეჯერი, პროექტის მართვის კონსულტანტი და ტრენერი 20+ წლიანი გამოცდილებით. იგი არის "PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის", ააიპ "მართვის აკადემიის" და შპს "ფლომასტერის" თანადამფუძნებელი, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, დამთავრებული აქვს Grenoble Graduate School of Business - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი ასევე არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org) და პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International).

​​​

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა და ინდივიდუალური მენტორობის პროგრამის აღწერა

პროგრამის უპირატესობები: ​

  • ჩვენი მომზადებული კანდიდატების 93% წარმატებით აბარებს PMP® სასერტიფიკატო გამოცდას (მსოფლიოში ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების მაჩვენებელი კი მხოლოდ 60%-ია).

  • ჩვენ უკვე გვყავს 300-მდე პროფესიონალი, რომლებიც ენდნენ ჩვენს პროგრამას და წარმატებით ჩააბარეს PMP გამოცდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული PMP® სერტიფიცირების მქონე პროფესიონალების ნახევარზე მეტი ჩვენი პროგრამის მონაწილეა.  

  • ეს პროგრამა 10 წელზე მეტია არსებობს მართვის აკადემიაში, ვითარდება და მუდმივად იხვეწება

  • ინდივიდუალური პროგრამის შედგენა ხდება მონაწილის გამოცდილებაზე, ცოდნაზე, დროზე და საჭიროებებზე დაყრდნობით

  • პროგრამა ეყრდნობა გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში ასობით კანდიდატთან მუშაობით დავაგროვეთ, რასაც შედეგამდე მივყავართ ყველაზე მარტივი, სწრაფი და ეფექტიანი გზით​​​

​

პროგრამის აღწერა: ​

​წარმატებული სერტიფიცირების გარანტირებისთვის, ინდივიდუალური მენტორობის პროგრამის განმავლობაში მენტორი - ვანო ნადირაძე მონაწილეებს გაუწევს დახმარებას გამოცდისთვის მზადების პროცესში შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:

  • I ეტაპი: 2 კვირა - მეცადინეობა თავისუფალ რეჟიმში - პროგრამის მონაწილე იღებს სამეცადინო ლიტერატურას, შესაბამისი სამეცადინო გრაფიკით. ამ პერიოდში, გრაფიკის მიხედვით მონაწილეებმა ყოველდღიურ რეჟიმში უნდა იმეცადინონ დამოუკიდებლად. ამავე პერიოდში ვავსებთ PMI აპლიკაციას და ვაგზავნით დასადასტურებლად. აპლიკაციის შევსების პროცესს და მეცადინეობის პროგრესის მონიტორინგს წარმართავენ მართვის აკადემიის მენტორები. 

  • II ეტაპი: 2 კვირა - მეცადინეობა აქტიური მენტორობით - პროგრამის მონაწილეები, აქტიური კითხვის რეჟიმში მეცადინეობენ სპეციალური გრაფიკის მიხედვით. მენტორების მხრიდან მუდმივი დაკვირვება იქნება Online რეჟიმში. პერიოდულად იქნება Online ჩართვა, რომლის დროსაც განვიხილავთ გავლილი მასალის შესახებ კითხვებსა და რეკომენდაციებს. მონაწილეები ყოველი დღის ბოლოს სიმულატორის დახმარებით აკეთებენ ტესტებს.

  • III ეტაპი : 2 კვირა - მეცადინეობა და ტესტირება აქტიური მენტორობით - პროგრამის მონაწილეები, სპეციალურად, ინდივიდუალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით, მეცადინეობენ სიმულატორის დახმარებით, აკეთებენ სპეციალურ ტესტებს და იღებენ მუდმივ უკუკავშირსა და რეკომენდაციებს მენტორებისგან.

  • IV ეტაპი : 2 კვირა - დასკვნითი ფაზა, ტესტირება აქტიური მენტორობით - პროგრამის მონაწილეები, სპეციალურად, ინდივიდუალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით, აკეთებენ სპეციალურ ტესტებს და იღებენ მუდმივ უკუკავშირსა და რეკომენდაციებს მენტორებისგან.

  • V ეტაპი : 10 დღე - მონაწილე მზადაა გამოცდისთვის.

 

პროგრამის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან:

  • PMP® გამოცდისთვის სამეცადინო უახლესი ლიტერატურით

  • PMP® გამოცდისთვის სამეცადინო საუკეთესო სავარჯიშო ტესტებით

  • დამატებითი ლიტერატურითა და მოსამზადებელი პროგრამებით

  • ინდივიდუალური სამეცადინო გეგმით (გეგმის ყოველდღიური კონტროლით)

  • მონაწილეებს დახმარება გაეწევათ აპლიკაციის შევსების, გამოცდის დანიშვნის და საგამოცდო თანხის* გადახდის საკითხში;

  • მეცადინეობის პროცესში მონაწილეებს დახმარება გაეწევათ მათთვის მნიშვნელოვან / გაურკვეველ ნებისმიერ საკითხზე

 

* PMP® გამოცდის ჩაბარების საფასურია 400 აშშ დოლარამდე, რასაც თავად მონაწილე იხდის ონლაინ, PMI-ის საიტზე.  გამოცდის ჩაბარება ხდება Pearson Vue-ს აკრედიტირებულ ცენტრებში (ცენტრების ჩამონათვალი შეგიძლიათ მოძებნოთ ლინკზე) ან ონლაინ.

 

რა არის PMP® სერტიფიცირება:

PMP® არის საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტული, რომელსაც გვთავაზობს პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) - მსოფლიო მასშტაბით ლიდერი კომპანია პროექტის მართვის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების კუთხით. პროექტის მართვის ინსტიტუტი წარმოდგენილია 220-ზე მეტ ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბით 1 200 000-ზე მეტი პროექტის მენეჯერისთვის აქვს მინიჭებული PMP ტიტული, ოფიციალური გამოცდის საფუძველზე.

​

გამოცდაზე გასასვლელი პრე-რეკვიზიტებია (მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ PMP® დამხმარე სახელმძღვანელო):

  1. უმაღლესი განათლება

  2. პროექტის მართვის (ან პროექტში საპასუხისმგებლო პოზიციაზე ყოფნის) 36 თვიანი (3 წლიანი) გამოცდილება

  3. პროექტის მართვის ოფიციალური განათლების 35 საკონტაქტო საათი

​

ჩვენი პროგრამის პრერეკვიზიტია პროექტის მართვის მიმართულებით მიღებული ოფიციალური განათლების 35 საკონტაქტო საათი. ამ საკონტაქტო საათების გაცემა / მინიჭება შეუძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ორგანიზაციას:

  • ტრეინინგ ან საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც გასცემენ შესაბამის სერტიფიკატს (მაგალითად: მართვის აკადემიას, შესაბამისი კურსით "პროექტის მართვა")

  • PMI-ის რეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროვაიდერებს (PMI R.E.P.s)

  • PMI-ის ავტორიზებულ ტრენინგ პროვაიდერებს (ATPs)

  • PMI-ის წარმომადგენლობებს (PMI Chapters). *ამ შემთხვევაში იგულისხმება არა ე. წ. Chapter Meeting-ების დროს მიღებული საათები, არამედ საგანმანათლებლო ღონისძიებებიდან მიღებული საათები

  • უნივერსიტეტებს, შესაბამისი კურსის არსებობის შემთხვევაში

მსმენელებისთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს პროექტის მართვა (რაც დაეხმარება მათ როგორც პრაქტიკულ ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე გამოცდის ჩაბარებაში) რეკომენდებულია PMP®-ის მოსამზადებელი მენტორობის პროგრამის გავლამდე დაესწრონ მართვის აკადემიის პროექტის მართვის ტრენინგს

  • Facebook
  • YouTube
bottom of page