ჩვენს შესახებ
მართვის აკადემია არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა მართვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში ხარისხიანი ტრენინგების, მასალებისა და საინტერესო ადამიანებს შორის გამოცდილების გაზიარების გზით.
ჩვენი ტრენინგების მთავარი მიზანია პრაქტიკული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. ჩვენი ყველა ტრენერი უმაღლესი კლასის პროფესიონალია 10+ წლიანი პრაქტიკული მენეჯერული გამოცდილებით იმ სფეროში, რა თემაზეც ატარებს ტრენინგს.
ტრენინგები აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, რასაც ემატება ტრენერების მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება. 2011 წლიდან მართვის აკადემიის ტრენინგები გავლილი აქვს 500-მდე კომპანიის 15,000-ზე მეტ მენეჯერს.
ალექსანდრე ჯეჯელავა
პარტნიორი, ტრენერი
ალექსანდრე ჯეჯელავა არის ტრენერი, სპიკერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეციალისტი 20 წელზე მეტი გამოცდილებით. მისი საჯარო და კორპორაციული გამოსვლების დამსწრეები (დღემდე ჯამში 50,000 ადამიანზე მეტი) ერთხმად აღნიშნავენ სპიკერის უნიკალურ ხელწერას და გამოსვლების შინაარსის ძლიერ და დასამახსოვრებელ მუხტს.
ალექსანდრეს ტრენინგები და სემინარები სხვადასხვა მიმართულებით აღიარებულია მოწინავე ორგანიზაციების მიერ და მათ, საერთო ჯამში, დაესწრო 200-ზე მეტი მოწინავე ორგანიზაციის სპეციალისტები და მენეჯერები.
ვანო ნადირაძე
პარტნიორი, ტრენერი
ვანო არის პროექტის მენეჯერი, პროექტის მართვის კონსულტანტი და ტრენერი 15+ წლიანი გამოცდილებით. იგი არის "PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის", ააიპ "მართვის აკადემიის" და შპს "ფლომასტერის" თანადამფუძნებელი, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, დამთავრებული აქვს Grenoble Graduate School of Business - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი ასევე არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org) და პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International).
ქეთი ტყავაძე
პარტნიორი, ტრენერი
ქეთი ფლობს 18 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის ტრენერი მენეჯმენტის და პირადი განვითარების მიმართულებით, სწავლების 15 წლიანი გამოცდილებით. ის ამჟამად არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე; ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მოწვეული ლექტორი.
ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate School of Business - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP პრაქტიკოსი ქოუჩი (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD).
მაია მიქაშავიძე
პარტნიორი, ტრენერი
პროფესორი მაია მიქაშავიძე მედიისა და მასკომუნიკაციის სპეციალისტია. მას არამომგებიანი სექტორის მართვის, მედიასთან და დონორებთან ურთიერთობის და ფონდების მოძიების 20+ წლიანი გამოცდილება აქვს. მაია მიქაშავიძე ფლობს სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ მასკომუნიკაციის დოქტორის ხარისხს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ მინიჭებულ სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიპლომს.
მაია მიქაშავიძეს მიღებული აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სიგელები. მაია მიქაშავიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საერთაშორისო განათლების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.