top of page
pm5.png

პროექტის მართვის ტრენინგი
ტრენინგი მოიცავს 8 ფიზიკურ შეხვედრას

მართეთ პროექტები მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგიით

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, ბიზნეს, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში დაკავებული პროექტის მენეჯერებისთვის და პროექტის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც საჭიროებენ პროექტის მართვის მეთოდოლოგიისა და საშუალებების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.

ფასი

  2 250 ₾ -

2 750 ₾

დასაწყისი

18 ოქტომბერი 2025

დასასრული

6 დეკემბერი 2025

განრიგი

შაბათი 11:00 -14:00

დაგვიკავშირდით: 

მარიამ ჯოჯუა

ტელ: 591 706 404

პროგრამის ხელმძღვანელი

ტრენერები

ვანო ფოტო - Vano Photo copy.jpg

ვანო ნადირაძე

ვანო არის პროექტის მენეჯერი, პროექტის მართვის კონსულტანტი და ტრენერი 15+  წლიანი გამოცდილებით. იგი არის "PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის", ააიპ "მართვის აკადემიის" და შპს "ფლომასტერის" თანადამფუძნებელი, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, დამთავრებული აქვს Grenoble Graduate School of Business - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი ასევე არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org) და პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International).

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

მართვის აკადემია და ფლომასტერი წარმოგიდგენთ პროექტის მართვის ტრენინგის სრულიად განახლებულ ფორმატს. 8 კვირის განმავლობაში კურსის მონაწილეები შეძლებენ როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას. პროექტების მართვის გავრცელებული მეთოდოლოგიებისა და ტექნიკის შესწავლის გზით კურსი დაეხმარება მსმენელებს გახდნენ უკეთესი მენეჯერები. კურსის თეორიული ნაწილი აგებულია ფართოდ აღიარებულ PMI მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით (Project Management Institute - www.pmi.org), გათვალისწინებულია პრაქტიკული ნაწილი ქართული რეალობის მიხედვით, ასევე პროექტების მართვის ახალი, ჰიბრიდული მიდგომა და Agile მენეჯმენტის პრინციპები.

კურსის დამთავრების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ მართვის აკადემიისა და ფლომასტერის ორმაგ სერტიფიკატს.

კურსი ჩატარდება ჰიბრიდულად. შეხვედრების ნაწილი გაიმართება ფიზიკურად, ხოლო ნაწილი Online. განახლებული ფორმატის მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • კვირაში ერთი მოდული, რომელშიც შედის ვიდეო ლექციები (Flowmaster LMS სისტემაში), ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებები

  • საერთო ონლაინ სადისკუსიო სივრცე პროგრამის მონაწილეებისათვის შეკითხვების, რჩევების და ქეისების გასაზიარებლად

  • კვირაში ერთი, დასკვნითი შეხვედრა გამოცდილ ტრენერებთან სავარჯიშოებით, კითხვა-პასუხითა და განხილვებით

რას მიიღებენ მონაწილეები: 

  • გაზრდილი ეფქტურობა ყოველკვირეულ მუშაობაში

  • უნარები პირადი და პროფესიული განვითარებისთვის

  • კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობა

ჯგუფში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი:

  • სრული პროგრამა - ღირებულება - 2 250 ლარი. ჩართული იქნებით კურსის ყველა აქტივობაში.

  • პრემიუმ პაკეტი - ღირებულება - 2 750 ლარი. პრემიუმ პაკეტის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მონაწილეობას მიიღებთ, როგორც სრულ პროგრამაში, ასევე საშუალება გექნებათ დაესწროთ 2 დამატებით შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელთან ვანო ნადირაძესთან

შინაარსი

  • შესავალი პროექტების მართვაში​​

  • პროექტის ინიცირება/წამოწყება​​

  • პროექტის შინაარსის (Scope) მართვა

  • პროექტის გეგმა-გრაფიკი

  • ბიუჯეტირება და ხარჯების კონტროლი​

  • ხარისხის კონტროლი. რისკების მართვა​

  • Agile პროექტების მართვა​

  • ლიდერობა და გუნდის მართვა. დაინტერესებულ მხარეთა (Stakeholder) მართვა​

  • პროექტის მონიტორინგი და შეფასება

  • Facebook
  • YouTube
bottom of page