დროის მართვა
იყავით პროდუქტიული, გააკეთეთ მეტი ნაკლებ დროში
დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე:
555 597795
keti@macademy.ge
ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისაც სჭირდება დროის უფრო ეფექტიანი განკარგვა და სამსახურში სტრესის დონის შემცირება.
სხვა ტრენინგები
ტრენერი
ტრენერი
ქეთი ტყავაძე
ქეთი ფლობს 17 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე, ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მიწვეული ლექტორი.
ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD).
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
სულ უფრო მეტი პროფესიონალი მენეჯერი უჩივის დროის ნაკლებობას და ამით გამოწვეულ სამუშაო სტრესს.
დროის მართვის ტრენინგის მიზანია “უსტრესო პროდუქტიულობის” პრინციპებისა და ტექნიკის სწავლება მონაწილეებისთვის. ასევე, მათში დროის მართვის ჩვევების დანერგვა და გამყარება.
კურსი აგებულია მოწინავე საერთაშორისო მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით და გათვალისწინებულია ქართული სპეციფიკა.
რას მივიღებ კურსის გავლით
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ შეიმუშაონ დროის მართვის ინდივიდუალური სისტემა და შეცვალონ მუშაობის ყოველდღიური სტილი. ყველა, ვინც დაიწყებს დროის მართვის სისტემის გამოყენებას, გარანტირებულად მიიღებს დღეში დამატებითი 1-2 საათის გამოთავისუფლების ეფექტს ნაკლები სტრესის პირობებში.
შინაარსი
შესავალი, განვითარება:
-
ტრენინგის გახსნა, საორგანიზაციო საკითხები
-
ტრენინგის მიზანი
-
მონაწილეების მოლოდინების და გამოწვევების გამოკითხვა
-
რატომ გვჭირდება დროის მართვა
-
სამოქმედო გეგმის საჭიროება და მნიშვნელობა
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
ხელის შემშლელი ფაქტორების იდენტიფიკაცია:
-
სტრესის წყაროები
-
უდისციპლინობა
-
გეგმის არ არსებობა
-
ინფორმაციით გადატვირთულობა
-
რა გვიშლის ხელს დროის მართვაში
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
GTD მეთოდოლოგია:
-
გონების თავისებურებები
-
“Flow” ანუ დინება
-
გეგმა - რა შეუძლია გეგმას
-
“მულტიტასკინგთან” გამკლავება
-
პრაქტიკული სავარჯიშო
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
ოპერატიული ინსტრუმენტები:
-
დაპრიორიტეტება
-
“მიირთვით გომბეშო”
-
“ჩეკლისტების” გამოყენება
-
შაბლონების შექმნა და გამოყენება
-
ელ. ფოსტა
-
სატელეფონო ზარების მართვა
-
შეხვედრების მართვა
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
ტექნოლოგიური ინსტრუმენტები:
-
კალენდრის გამოყენება
-
აპლიკაციების გამოყენება
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
ტრენინგის შეჯამება:
-
ცვლილებების განხილვა
-
როგორ ჩამოვიყალიბოთ ჩვეულება
დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე, 555 597795, keti@macademy.ge