top of page
This service is not available, please contact for more information.

მართვის თანამედროვე მეთოდები

მიაღწიეთ საუკეთესო შედეგებს მოტივირებულ და პროფესიონალ გუნდთან ერთად

  • Ended
  • 1480 ქართული ლარი
  • Location 1

Service Description

ვისთვისაა კურსი: კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას მართვის (მენეჯმენტის) საკითხებში და საუკეთესო შედეგების მიღწევას მოტივირებული და ეფექტიანი გუნდის დახმარებით. ჩვენს რეალობაში ბევრი ადამიანი მენეჯერულ ცოდნასა და უნარებს მხოლოდ სამუშაო პრაქტიკაზე დაყრდნობით იქმნის. დაძაბული მიზნებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში, ახალგაზრდა მენეჯერებს, ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო და საშუალება, გაიმყარონ თეორიული ცოდნა და იმუშაონ შესაბამისი უნარების განვითარებაზე. მართვის თანამედროვე მეთოდების ტრენინგის მიზანია მსმენელების მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც კარიერული და პროფესიული წინსვლის საწინდარია. რას მივიღებ კურსის გავლით კურსის გავლის შედეგად მსმენელები ნათელ წარმოდგენას ჩამოიყალიბებენ ეფექტიანი მართვისთვის (მენეჯმენტისთვის) აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ; უკეთ შეძლებენ შეიმუშაონ მისაღწევი შედეგის ხედვა; დახვეწონ ქვეშევრდომებისთვის მიზნების დასახვის, დელეგირების და კონტროლის მექანიზმები; მოემზადონ თავისი გუნდების მეტად შეკავშირებისა და უკეთ მოტივირებისთვის; გააუმჯობესონ უკუკავშირის (მადლობები და შენიშვნები) კომუნიკაციის ტექნიკა; გამართონ კომუნიკაცია ზემდგომებთან. ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. შეხვედრები შედგება სამშაბათობით და ხუთშაბათობით 19:00 - 21:00 სთ პერიოდში ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის გამოყენებით შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ქეთი ტყავაძე 555 597795, keti@macademy.ge


Contact Details

  • info@macademy.ge


bottom of page