top of page
9 ხარისხის აუდიტი 2.png

ხარისხის აუდიტი

ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით

ვისთვისაა კურსი

ეს კურსი სასარგებლოა კერძო და სამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ:

  • შიდა აუდიტების გზით შეაფასონ ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები, ეფექტურად გამოავლინონ პოტენციური ან უკვე არსებული ხარვეზები ხარისხის თვალსაზრისით.

  • ჩაატარონ მომწოდებლის აუდიტი,

  • ხაკურსი სასარგებლოა იმ პირებისთვის, ვისაც სურს შეაფასოს საკუთარი უნარ-ჩვევები, როგორც ხარისხის აუდიტორის, ასევე დასახოს მათი განვითარების გზები და პოტენციალი.

კურსი განკუთვნილია ხარისხის შიდა აუდიტორებისთვის,  ხარისხის მენეჯერებისთვის, საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის - მათთვის, ვინც ატარებს ხარისხის აუდიტს ან თავად არის გარე აუდიტის დროს მოპასუხე.  

ტრენინგი სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს კომუნიკაცია ხარისხის საკითხებზე კომპანიის თანამშრომლებთან, ხელმძღვანელებთან, მომწოდებლებთან, მომხმარებლებთან, სხვა მხარეებთან და ცდილობს ხარისხის ინტერესების დაცვას ისე, რომ შენარჩუნდეს ბიზნეს-პროცესების უწყვეტობა.

ტრენერი

eka kop.png

ეკა კოპლატაძე

ეკა ფლობს 15 წლიან გამოცდილებას ხარისხის მართვის მიმართულებით. ასევე აქვს 14 წლიანი გამოცდილება ხარისხის აუდიტში და 15 წლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარებაში (ISO,GMP (Good Manufacturing Practice), ხარისხის რისკები.)

ეკას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სტანდარტების (HACCP, ISO, GMP) დანერგვის ადგილობრივ და საერთაშორისო  პროექტებში: ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა კვების და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიაში.

ხარისხის აუდიტები ჩატარებული აქვს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

ყველა რგოლის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის აუდიტების იმ ძირითადი კონცეფციების ცოდნა, რაც მათ მისცემს საშუალებას გამოავლინონ ხარისხის პოტენციური ხარვეზები და ერთი მხრივ, გაზარდონ მათ მიერ წარმოებული პროდუქტის კონკურენტუნარიანობა, მეორე მხრივ კი, თავიდან აიცილონ პროდუქტის უხარისხობით გამოწვეული ხარჯები და უსიამოვნებები.

ხარისხის აუდიტების წარმართვის პროცედურა - შიდა აუდიტი იქნება ეს, მომწოდებლის თუ გარე აუდიტი, არსებითად თითქმის ერთი და იგივეა, მაგრამ არსებობს გარკვეული განმასხვავებელი ასპექტები, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ხარისხის შიდა აუდიტს ახორციელებენ შიდა აუდიტორები, რომელთა შერჩევა, დანიშვნა და მოქმედებების პროცედურები სათანადოდ უნდა იყოს გაწერილი და დაცული.

ერთ-ერთი სპეციფიკური სირთულე შიდა აუდიტორებისათვის არის ის, რომ ერთის მხრივ იგი უნდა იყოს გუნდის წევრი, ხოლო მეორე მხრივ კითხვები უნდა დასვას არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით და დაადგინოს არსებული ხარვეზები და სისუსტეები. ასეთ შემთხვევაში (შიდა) აუდიტორის ქმედებები ხარისხის სისტემის გაგრძელებაა და მისი მიზანია მინიმუმამდე შეზღუდოს მომხმარებლის მიმართ არსებული ხარისხის რისკი. ეს ყველაფერი კი მან უნდა მოახერხოს მაშინ, როდესაც თავად განსახილველი ხარისხის სისტემის ნაწილია.

შიდა აუდიტორის საქმიანობა შეიძლება განვიხილოთ სამ ნაწილად:

  1. აუდიტორი: უნდა აღმოაჩინოს შეუსაბამობები ან პრობლემები, რომელიც შეიძლება შეუსაბამობებად იქცეს.

  2. განმანათლებელი: უნდა ითანამშრომლოს იმ პირებთან, რომლებიც პროდუქტის და მომსახურების წარმოებაზე და კონტროლზე არიან პასუხისმგებელი.

  3. კონსულტანტი: უნდა მისცეს რჩევა და დაეხმაროს შესაბამის თანამშრომლებს პრობლემის გადაჭრაში, როდესაც ეს შესაძლებელია; მაგრამ ეს აუდიტორის ფუნქციის მიღმა უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად რჩევის მიცემა და აუდიტის ჩატარება დაუშვებელია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, შიდა აუდიტორს გააჩნია მკაფიო მისია და მიზანი, რომელიც მენეჯმენტის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. ამავდროულად, აუდიტორი მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.

როგორც გარე აუდიტის შემთხვევაში, შიდა აუდიტის პერიოდულობაც უნდა ემყარებოდეს რისკზე დამყარებულ სტრატეგიას.

ამ კურსის მიზანია მონაწილეებში ხარისხის აუდიტების მიმართ ხედვის ჩამოყალიბება, აგრეთვე ხარისხის აუდიტების დაგეგმვის, ჩატარების, ანგარიშის შედგენის, მაკორექტირებელი და გამაფრთხილებელი ღონისძიებების (CAPA) პროგრამის მიდევნების უნარების შეფასება და განვითარების გზების დასახვა.  

 

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნები ხარისხის აუდიტის ჩატარების მიმართ, აგრეთვე გაეცნობიან სხვადასხვა სფეროში არსებულ პრაქტიკას ხარისხის აუდიტების ჩატარების თვალსაზრისით.

მსმენელები სპეციალური ტესტირებით შეაფასებენ საკუთარ უნარებს ხარისხის აუდიტის ეფექტურად წარმართვის და კონფლიქტების მართვის თვალსაზრისით.

მსმენელები ჩაატარებენ ე. წ. “ხარისხის სიმულირებულ აუდიტს” და პრაქტიკულად მიიღებენ განიხილავენ აუდიტის დროს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის თავისებურებებს.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს ექნებათ პრაქტიკული ცოდნა ხარისხის აუდიტების დაგეგმვის, ჩატარების, ანგარიშის შედგენის საკითხებში.

მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს

შინაარსი

როგორ გავხდეთ ხარისხის კარგი აუდიტორი

როგორ დავგეგმოთ აუდიტი

როგორ შევადგინოთ აუდიტის ოპტიმალური პროგრამა

აუდიტორების შეცდომების ტოპ-ათეული, როგორ ავიცილოთ თავიდან ისინი

 

ტესტი - ჩემი, როგორც ხარისხის აუდიტორის, კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარების შეფასება

სხეულის ენა - მოქმედება და რეაგირება, პრაქტიკული სიმულირებული აუდიტის ჩატარება და შედეგების განხილვა.

დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით: 

ეკა კოპლატაძე, 599 090572, ekoplatadze.expert@gmail.com

bottom of page