top of page
4 მოლაპარაკება pm კომუნიკაცია.png

მოლაპარაკება და კომუნიკაცია

დაგვიკავშირდით: 
ქეთი ტყავაძე:
555 597795
keti@macademy.ge

ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით

ვისთვისაა კურსი

ეს კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს კომუნიკაცია კლიენტთან, მომწოდებელთან, ხელმძღვანელთან, პარტნიორთან, დაქვემდებარებულთან ან / და სხვა მხარეებთან და ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას, ასევე მეორე მხარის დარწმუნებას ისე, რომ შენარჩუნდეს დადებითი საქმიანი ურთიერთობები.

ტრენერი

keti.jpg

ტრენერი
ქეთი ტყავაძე

ქეთი ფლობს 15+ წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე, ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მიწვეული ლექტორი.

ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International) და სერტიფიცირებული NLP ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming)​.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

მოლაპარაკება და კომუნიკაცია არის შესაძლებლობა ორი ან მეტი მხარისთვის მიიღოს საჭირო და სამართლიანი შედეგი. კურსის მიზანია აღჭურვოს მონაწილეები ეფექტური მოლაპარაკების ჩასატარებლად საჭირო თეორიული ცოდნით, ტექნიკებით, უნარებით.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება კომუნიკაციის ანბანი და მოლაპარაკების სრული ციკლი: მომზადება, პროცესი და შემდგომი პერიოდი.

 

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ გააუმჯობესონ ყოველდღიური კომუნიკაცია და ასევე, ექნებათ ყველა საფუძველი იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებები უფრო შედეგიანი და ეფექტური გახადონ. 

შინაარსი

მოლაპარაკება და კომუნიკაცია

  • კომუნიკაციის უნარის მნიშვნელობა

  • წარმატებული მოლაპარაკების მნიშვნელობა

  • კომუნიკაციის სტილი

  • გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება

  • კომუნიკაციის ძირითადი წესები

  • ხშირად დაშვებული შეცდომები

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

მოლაპარაკებისთვის მომზადება

  • ინფორმაციის მოძიება

  • საკუთარი ინტერესების გაანალიზება

  • მეორე მხარის ინტერესების გაანალიზება

  • მოლაპარაკების შესაძლო შედეგების გაანალიზება

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
     

მოლაპარაკების წარმართვა

  • სწორი დაწყების და წესებზე შეთანხმების მნიშვნელობა

  • მოსმენის ტექნიკა

  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია

  • შეკითხვის დასმის ხელოვნება

  • შეწინააღმდეგების ტექნიკა

  • რთული შემთხვევების მართვა

  • ობიექტური და სუბიექტური რეალობა

  • ოპონენტების ტიპები და მათთან მუშაობა

  • ინტერესების გამოვლენა დაფიქსირებული პოზიციების მიღმა

  • ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების ძიება

  • ალტერნატივები და დათმობები

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

მოლაპარაკების შემდგომი ეტაპი

  • მოლაპარაკების შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯები

  • მოლაპარაკების შედეგები

  • მომავლისთვის გასათვალისწინებელი საკითხები

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით: 

ქეთი ტყავაძე, 555 597795, keti@macademy.ge

bottom of page