
მიაღწიეთ საუკეთესო შედეგებს მოტივირებული და პროფესიონალი გუნდის დახმარებით
ნაკადი
84
ფასი
1,800 ₾
დასაწყისი
18/11/2025
დასასრული
16/12/2025
განრიგი
სამშაბათობით და ხუთშაბათობით
19:00 - 22:00 სთ
(2 დეკემბრის გარდა)
დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე:
555 597795, 551474674
keti@macademy.ge
ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია მენეჯერულ პოზციაზე მყოფი პირებისთვის, ვინც მიზნად ისახავს საუკეთესო შედეგების მიღწევას მოტივირებული გუნდის დახმარებით, ამისთვის კი სურს პროფესიული ცოდნის მიღება ლიდერობის და გუნდის მართვის საკითხებში.
ავტორი / ტრენერი
ტრენერები

ტრენე რი
ქეთი ტყავაძე
ქეთი ფლობს 18 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის ტრენერი მენეჯმენტის და პირადი განვითარების მიმართულებით, სწავლების 15 წლიანი გამოცდილებით. ის ამჟამად არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე; ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მოწვეული ლექტორი (Grenoble Graduate School of Business - MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ამერიკული პროგრამა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (2020-2022), საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი (2019)).
ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate School of Business - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP პრაქტიკოსი ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD).
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
-
გქონიათ შემთხვევა, როცა თქვენი გუნდის წევრის შედეგები არც თუ ისე კარგია, თუმცა საუკეთესო თანამშრომლად მიიჩნევს თავს?
-
გიგრძვნიათ უხერხულობა უკუკავშირის გაცემისას? ან მიგიციათ უკუკავშირი, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია?
-
გქონიათ მომენტი, როცა გიფიქრიათ “ჩემი ხელით უნდა გავაკეთო, თორემ ხარისხიანად არ გაკეთდება”?
-
გრძნობთ, რომ თქვენი გუნდის წევრებს მოტივაცია აკლიათ, მაგრამ ზუსტად ვერ ხვდებით რა შეიძლება გააკეთოთ?
თუ მსგავსი გამოწვევები გაქვთ - მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვის არის.
მენეჯერების უმრავლესობა ლიდერულ უნარებს მხოლოდ სამუშაო გამოცდილებაზე დაყრდნობით იძენს. ახალგაზრდა მენეჯერებს, ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო და საშუალება, გაიმყარონ ცოდნა და იმუშაონ შესაბამისი უნარების განვითარებაზე, რაც იწვევს სირთულეებს გუნდის წევრების მართვის პროცესში და უარყოფითად აისახება როგორც თითოეული მხარის მოტივაციაზე, ასევე გუნდის საბოლოო შედეგებზე.
ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი შედეგები მიიღწევა მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით, სადაც ლიდერი ხედავს გუნდის თითოეული წევრის პოტენციალს, ქმნის განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს და ინდივიდუალური მიდგომით ეხმარება მათ წარმატების მიღწევაში.
„ლიდერობის ხელოვნება“ (ყოფილი „მართვის თანამედროვე მეთოდები“) — ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლიდერობის ტრენინგია საქართველოში, რომელიც უკვე 5,000-ზე მეტმა ლიდერმა გაიარა. პროგრამა მუდმივად ახლდება მონაწილეების უკუკავშირის, საუკეთესო პრაქტიკისა და თანამედროვე თეორიების საფუძველზე. კურსი მაქსიმალურად არის მორგებული ქართულ რეალობას - არსებულ გამოწვევებსა და კულტურას.
ტრენინგი გაჯერებულია სავარჯიშოებით, რეალური (ქართული) ქეისებით და გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული მსჯელობით. მონაწილეები მუშაობენ პირად სამუშაო წიგნაკებში, თითოეული თემის ბოლოს გეგმავენ კონკრეტულ გადასადგმელ ნაბიჯებს და კურსის პარალელურად ნერგავენ სიახლეებს მათ რეალურ გარემოში.
რას მივიღებ კურსის გავლით
კურსის გავლის შედეგად მონაწილეები:
-
ნათელ წარმოდგენას ჩამოიყალიბებენ მართვისთვის აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ
-
დახვეწენ საკუთარი და გუნდის წევრების მოტივაციის მართვის უნარს
-
გააუმჯობესებენ უკუკავშირის გაზიარებისა და ერთი ერთზე საუბრების პროცესს
-
შეძლებენ უკეთ დელეგირებას და კონტროლს, რაც მიმართულია თანამშრომლების მხრიდან პასუხისმგებლობის ხალისით აღებისკენ
-
გაიგებენ როგორ ჩაანაცვლონ ტოქსიკური გარემო შედეგზე ორიენტირებული -პოზიტიური გარემოთი
-
განივითარებენ გუნდის წევრების ქოუჩინგის / ძლიერი შეკითხვების დასმის უნარს და ა.შ.
მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს
შეხვედრები შედგება სამშაბათობით და ხუთშაბათობით 19:00 - 22:00 სთ პერიოდში
შინაარსი
განვითარება და ახალი შესაძლებლობები:
-
მონაწილეების მოლოდინების გამოკითხვა / ანალიზი
-
ტრენინგის მიზანი - როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ტრენინგიდან
-
ლიდერი - როგორც აღმზრდელი და როლური მოდელი (სამაგალითო)
-
ცვალებადი გარემო და განვითარების მნიშვნელობა
-
ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში
-
რა გვიშლის ხელს განვითარებაში და როგორ დავძლიოთ ხელის შემშლელი ფაქტორები
-
თავდაჯერებულობის და განვითარების კავშირი
-
კომფორტის ზონა, შედეგები VS მიზეზები
-
დისციპლინა განვითარებისთვის
-
უკუკავშირის მიღება
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
მენეჯერული რგოლები და ფუნქციები:
-
მენეჯერული რგოლები / დონეები
-
რა ფუნქციები რა პროპორციით აქვს თითოეულ რგოლს: მომავალზე ზრუნვა, ადამიანების მართვა, ტექნიკური საკითხები
-
მართვის რა უნარებია საჭირო
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
მოტივაცია:
-
რა არის მოტივაცია
-
შინაგანი და გარეგანი მოტივაცია
-
შინაგანი მოტივაციის არ არსებობის რისკები
-
ფინანსური მოტივაცია
-
საკუთარი მოტივაციის კავშირი გუნდის წევრების მოტივაციასთან
-
საკუთარი და გუნდის წევრების დემოტივაციის მართვა
-
მოტივატორები და მათი მართვა
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
უკუკავშირი:
-
რა არის უკუკავშირი და რატომაა საჭირო
-
შემაჯამებელი და ყოველდღიური უკუკავშირი
-
როგორ არ ვიყოთ „დაუნახავი“ ან „სუსტი“ ლიდერი
-
დადებითი უკუკავშირის მიზანი: მოტივაცია და სწორი ქცევის შენარჩუნება
-
უარყოფითი უკუკავშირის მიზანი: ქცევის გამოსწორება
-
უკუკავშირის მთავარი პრინციპები
-
როგორ ავაგოთ საუბარი
-
ხშირად დაშვებული შეცდომები
-
რა ვქნათ თუ არ შეიცვალა
-
როდის არ შეიძლება შენიშვნის მიცემა
-
თანამშრომლის გაშვება
-
AI ინსტრუმენტები უკუკავშირის გაუმჯობესებისთვის
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
ერთი ერთზე საუბრები:
-
ერთი ერთზე საუბრის მიზანი და სიხშირე
-
გულისყურით მოსმენა და მისი მნიშვნელობა
-
ინიციატივების წახალისება
-
დიპლომატიურად შეწინააღმდეგების პრინციპები
-
ერთი ერთზე საუბრების სტრუქტურა
-
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
-
მეგობრობა სამსახურში
-
ერთი ერთზე საუბრების დროს დასასმელი სასარგებლო შეკითხვები
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
დელეგირება და კონტროლი:
-
დელეგირების მნიშვნელობა ლიდერისთვის, თანამშრომლისთვის და კომპანიისთვის
-
რატომ არ ვადელეგირებთ - მიზეზების განხილვა
-
დელეგირების სირთულეები და მათი გადალახვა
-
მიკრომენეჯმენტი და კონტროლი
-
რა დროს იღებს თანამშრომელი მეტ პასუხისმგებლობა
-
როგორ ავაგოთ საუბარი - გასათვალისწინებელი საკითხები
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
თანამშრომლის მენტორობა / ქოუჩინგი:
-
რა არის მენტორობა და რა არის ქოუჩინგი
-
რა სიტუაციაში გვჭირდება თითოეული
-
როგორ შევარჩიოთ თემა, თანამშრომელი და მენტორი
-
მენტორობის პროცესი
-
მიზნების ჩამოყალიბება და შედეგების შეფასება
-
ქოუჩინგი და შეკითხვების დასმის ხელოვნება
-
ძლიერი შეკითხვების აგება
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
რთული თანამშრომლების მართვა:
-
თანამშრომლების ტიპები და მათი გავლენა ერთმანეთზე
-
რა გავლენა აქვთ თანამშრომლებს გარემოზე
-
როგორი გუნდი გვჭრდება მაღალი შედეგების მისაღწევად
-
მართვის სტრატეგია მოწუწუნე თანამშრომლებთან
-
მართვის სტრატეგია მუდმივად კონკურენციაში მყოფ თანამშრომლებთან
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
ახალი მენეჯერის გამოწვევები
-
ახალი მენეჯერის გარემო და თანამშრომლების დამოკიდებულება
-
თავდაჯერებულობაზე ზრუნვა
-
ზედა რგოლის მენეჯერის მხარდაჭერა
-
წარდგენის მნიშვნელობა და მესიჯი
-
სუბორდინაცია - რგოლებს შორის კომუნიკაცია
-
გუნდის წევრებთან კომუნიკაცია
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
ტრენინგის შეჯამება
-
ლიდერის ყოველდღიური საქმიანობა
-
ტრენინგის შეჯამება
-
გადადგმული ნაბიჯების ანალიზი და
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
555 597795, 551474674, keti@macademy.ge