top of page
1 დისტანციური მართვა.jpg

მართვა დისტანციურად

მიაღწიეთ საუკეთესო შედეგებს დისტანციური მართვის დროს, მოტივირებული და პროფესიონალი გუნდის დახმარებით

დაგვიკავშირდით: 
ქეთი ტყავაძე:
555 597795
keti@macademy.ge

ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, ვისაც გუნდის დინსტანციური ან ნაწილობრივ დისტანციური მართვა უწევს, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას მართვის (მენეჯმენტის) საკითხებში და საუკეთესო შედეგების მიღწევას მოტივირებული და ეფექტიანი გუნდის დახმარებით.

ტრენერი

XT5F2561-Edit copy.jpg

ტრენერი
ქეთი ტყავაძე

ქეთი ფლობს 17 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე, ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მიწვეული ლექტორი.

ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD)​.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

ჩვენს რეალობაში ბევრი კომპანია გადავიდა დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ მუშაობაზე, რაც სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდა მენეჯერებისთვის. ხშირად მენეჯერული პოზიციის თანამშრომლები მენეჯერულ ცოდნასა და უნარებს მხოლოდ სამუშაო პრაქტიკაზე დაყრდნობით იქმნიან. დაძაბული მიზნებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში კი ძირითადად არ აქვთ საკმარისი დრო და საშუალება, გაიმყარონ თეორიული ცოდნა და იმუშაონ შესაბამისი უნარების განვითარებაზე.

"მართვა დისტანციურად" ტრენინგის მიზანია მსმენელების მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარება დისტანციური მართვის დროს, რაც კარიერული და პროფესიული წინსვლის საწინდარია.

შინაარსი

შესავალი - დისტანციური მუშაობის გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები

  • ტრენინგის გახსნა, საორგანიზაციო საკითხები

  • მონაწილეების მოლოდინების გამოკითხვა / ანალიზი

  • ტრენინგის მიზანი - როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ტრენინგიდან

  • დისტანციური მუშაობის გამოწვევები მენეჯერისთვის

  • მენეჯერის ძირითადი ფუნქციები

  • ცვალებადი გარემო და განვითარების მნიშვნელობა

  • ახალი შესაძლებლობების ძიება და ხელის შემშლელი ფაქტორების დაძლევა

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
     

კომუნიკაცია თანამშრომლებთან და საკომუნიკაციო არხები

  • მენეჯერს და თანამშრომელს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობა

  • საკომუნიკაციო არხები - რა შემთხვევაშია თითოეული ეფექტური

  • დისტანციური კომუნიკაციის დროს არსებული უხერხულობები და მათი უარყოფითი გავლენა

  • როდისაა კომუნიკაცია ყველაზე ეფექტური, კომუნიკაციის შემადგენელი ნაწილები

  • რა შემთხვევაში გამოვიყენოთ კომუნიკაციის სხვადასხვა დისტანციური საშუალებები: ვიდეო კონფერენცია, ტელეფონი, ელ. ფოსტა, "ჩეთი"

  • ჯგუფური დისტანციური შეხვედრები, მათი მიზანი და მართვა

  • ინდივიდუალური დისტანციური შეხვედრები, მათი მიზანი და მართვა

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
     

მოტივაცია დისტანციური მართვის დროს

  • რა არის მოტივაცია

  • მოტივაციის სირთულეების დისტანციური მუშაობის დროს

  • საკუთარი და დაქვემდებარებული თანამშრომლების დემოტივაციის მართვა

  • დემოტივატორები და მათი მართვა დისტანციურად - როგორ ვიყოთ მხარდამჭერი

  • მენეჯერი

  • მოტივატორები და მათი მართვა

  • როგორ ვმართოთ თანამშრომლების მოტივატორები დისტანციური არხებით

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

დელეგირება დისტანციურად

  • დელეგირების მნიშვნელობა მენეჯერისთვის, თანამშრომლისთვის და

  • კომპანიისთვის

  • რატომ არ ვადელეგირებთ - მიზეზების განხილვა

  • დელეგირების სირთულეები დისტანციური მართვის დროს

  • რა არხი გამოვიყენოთ დისტანციური დელეგირების დროს

  • როგორ შევარჩიოთ დედლაინები

  • როგორ ავაგოთ საუბარი - გასათვალისწინებელი საკითხები

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
     

უკუკავშირი დისტანციურად

  • რა არის უკუკავშირი და რატომაა საჭირო

  • დისტანციური მუშაობის გავლენა უკუკავშირზე

  • შემაჯამებელი და ოპერატიული უკუკავშირი

  • როგორ არ ვიყოთ „დაუნახავი“ ან „სუსტი“ მენეჯერი

  • რა არხი გამოვიყენოთ დისტანციური უკუკავშირის გაცემისას

  • უკუკავშირის მთავარი პრინციპები და ხშირად დაშვებული შეცდომები

  • როგორ ავაგოთ საუბარი

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
     

დისტანციური ტექნოლოგიური საშუალებები

  • დისტანციური შეხვედრის მართვა (ჯგუფური, ინდივიდუალური)

  • Zoom, ძირითადი ფუნქციები და მნიშვნელოვანი მხარეები

  • Google Meet, ძირითადი ფუნქციები და მნიშვნელოვანი მხარეები

  • როგორ გავხადოთ დისტანციური შეხვედრა ეფექტური

  • რა ითვლება მიღებულად და მიუღებლად

  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით: 

ქეთი ტყავაძე, 555 597795, keti@macademy.ge

bottom of page