ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა
დაგვიკავშირდით:
მაია მიქაშავიძე:
599 589704
maia.mikashavidze@gmail.com
ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ფანდრეიზერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას და დონორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების პროცესის სტრატეგიულ მართვას.
ტრენერი
ტრენერები
მაია მიქაშავიძე
პროფესორი მაია მიქაშავიძე მედიისა და მასკომუნიკაციის სპეციალისტია. მას არამომგებიანი სექტორის მართვის, მედიასთან და დონორებთან ურთიერთობის და ფონდების მოძიების 20+ წლიანი გამოცდილება აქვს.
მაია მიქაშავიძე ფლობს სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ მასკომუნიკაციის დოქტორის ხარისხს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ მინიჭებულ სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიპლომს.
მაია მიქაშავიძეს მიღებული აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სიგელები.
მაია მიქაშავიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საერთაშორისო განათლების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
ფონდების მოძიება არამომგებიანი ორგანიზაციების სტრატეგიული მართვის ერთ-ერთი ძირითადი, სასიცოცხლო ფუნქციაა. ორგანიზაციის მიერ ფონდების მოთხოვნა, შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და დონორების კულტივაციის გრძელვადიანი პროცესის გვერდის ავლით, ამცირებს წარმატების შანსს. საპროექტო წინადადების შემუშავებისას, ფანდრეიზერი როგორც მაძიებელი, ისე დონორი ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს უნდა ითვალისწინებდეს. დონორთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის ხარისხიანად განხორციელება. საპროექტო წინადადებამ დონორი უნდა დაარწმუნოს, რომ პროექტი მისი და მაძიებელი ორგანიზაციის საერთო მიზანს ემსახურება.
რას მივიღებ კურსის გავლით
კურსის გავლის შედეგად მსმენელები შეიძენენ სტრატეგიული მართვისა და ფონდების მოძიების უნარებსა და ცოდნას; შეძლებენ განსაზღვრონ დონორებთან ურთიერთობის მიზნები, პრიორიტეტული ამოცანები და სამოქმედო გეგმა; ისწავლიან ორგანიზაციისა და დონორების ინტერესების შეჯერებას; იმსჯელებენ ავტონომიურობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე; გაეცნობიან ფონდებიდან, კორპორაციებიდან და ინდივიდუალური დონორებიდან ფონდების მოთხოვნას და ინსტრუმენტებს (ROPES), რომლებიც ფონდების მოთხოვნის პროცესში გამოიყენება.
კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ ორგანიზაციებს წარუდგინონ ფონდების მოძიების გრძელვადიანი სტრატეგიის მონახაზი და ერთი საპროექტო წინადადება;
ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
შინაარსი
ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა
-
ფონდების მოძიება როგორც არამომგებიანი ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია
-
ფანდრეიზერის როლი ორგანიზაციის სტრუქტურასა და მართვაში
-
არამომგებიანი ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა (მისია, მიზნები, ამოცანები)
-
ფონდების მოძიების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
დონორებთან ურთიერთობის მართვა
-
მაძიებელი და დონორი ორგანიზაციის ინტერესების კვეთა
-
დონორთა ტიპები, მოტივაცია; დონაციის ფორმები
-
ავტონომია და ჩართულობა
ფონდების მოძიების პროცესი
-
ფონდების მოძიების პროცესი (ROPES)
-
საგრანტო პროექტი
-
ინდივიდუალური შემოწირულობის მოთხოვნა
როგორ შევადგინოთ საპროექტო განაცხადი
-
განაცხადის ელემენტები
-
ბიუჯეტი
-
საპროექტო განაცხადების წარდგენა და უკუგება
დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით:
მაია მიქაშავიძე, 599 589704, maia.mikashavidze@gmail.com