top of page
Red and White Video Centric Coming Soon Instagram Post copy.png

ქეთი ტყავაძის მასტერკლასი:
უკუკავშირი და ერთი ერთზე საუბრები

გქონიათ შემთხვევა, როცა გუნდის წევრს უკუკავშირი მიეცით, თუმცა არასასიამოვნო საუბარში გადაიზარდა და შედეგადაც არაფერი გაუმჯობესდა?  თუ თქვენი პასუხი დადებითია - ეს პრაქტიკული მასტერკლასი თქვენთვისაა

დაგვიკავშირდით:
551474674, 555597795
info@macademy.ge

თარიღი

02/07/2025

დრო

19:00 - 22:00 სთ

ღირებულება

270 ლარი

სპიკერი

ტრენერები

XT5F2561-Edit copy.jpg

ტრენერი
ქეთი ტყავაძე

ქეთი ფლობს 18 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის ტრენერი მენეჯმენტის და პირადი განვითარების მიმართულებით, სწავლების 15 წლიანი გამოცდილებით. ის ამჟამად არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე; ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მოწვეული ლექტორი.

ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate School of Business - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP პრაქტიკოსი ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD)​.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

მათთან, ვისთანაც ყოველდღე მუშაობთ, გულწრფელი, მკაფიო და განვითარებაზე ორიენტირებული დიალოგის უნარი თქვენი ყველაზე ძლიერი ლიდერული უნარია. ჩვენს რეალობაში უკუკავშირი ხშირად იგივდება წყენასთან, შეურაცხყოფასთან და კონფლიქტთან. აქედან გამომდინარე, ბევრი ლიდერი თუ პროფესიონალი ხშირად თავს იკავებს უკუკავშირის გაცემისგან და იმედი აქვს, რომ მეორე მხარე თავად გააანალიზებს შეცდომებს, ეს კი პრობლემას უფრო აღრმავებს. უკუკავშირის მარტივი ტექნიკები გვეხმარება მიმღებლობის ზრდაში და გულწრფელი, ღია, შედეგზე ორიენტირებული საუბრის აგებაში, რაც განვითარების საწინდარია. 

 

​ამ მასტერკლასზე ისწავლი:

🧭 როგორი ფორმატით და რა სიხშირით უნდა გქონდეს ერთი ერთზე შეხვედრები

🗂️ რას უნდა მოიცავდეს ეფექტური 1-1-ზე შეხვედრა

🗣️ როგორ გავცეთ უკუკავშირი ისე, რომ განაწყენების მაგივრად მოტივაცია ავუმაღლოთ გუნდის წევრს 

🎧 როგორ გავზარდოთ უკუკავშირის მიმღებლობა

🧱 რა გავითვალისწინოთ საუბრის აგებისას

🔁 რა ვქნათ, თუ უკუკავშირის მიუხედავად არ ხდება ცვლილება  

🚫 რა არის უკუკავშირის გაცემის დროს ხშირად დაშვებული შეცდომები ​
 

ვინ უნდა მოვიდეს:

მასტერკლასი განკუთვნილია გუნდის ლიდერებისთვის /ნებისმიერი რგოლის მენეჯერებისთვის, ვინც აცნობიერებს განვითარების მნიშვნელობას და სურვილი აქვს დახვეწოს უკუკავშირის გაცემის და 1-1-ზე საუბრების ტექნიკები

თარიღი, ლოკაცია და ღირებულება:

📆 თარიღი: 02 ივლისი
📍ლოკაცია: ბიზნეს ცენტრი "ტერმინალი", მისამართი: ირაკლი აბაშიძის #34-36
⏰ დრო: 19:00 - 22:00 სთ
💼 ფასი: 270 ლარი

 

📩 ადგილები შეზღუდულია — დარეგისტრირდი ახლავე და დაელოდე ჩვენგან ზარს!

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • Facebook
  • YouTube
bottom of page