დისტანციური მუშაობა და დროის მართვა
იყავით პროდუქტიული სახლიდან მუშაობის დროს
დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე:
555 597795
keti@macademy.ge
ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, ვისაც სჭირდება დროის ეფექტიანი განკარგვა დისტანციური მუშაობისას და სტრესის დონის შემცირება.
ტრენერი
ტრენერი
ქეთი ტყავაძე
ქეთი ფლობს 17 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე, ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მიწვეული ლექტორი.
ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD).
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
მიმდინარე ცვლილებებმა ბევრ ორგანიზაციაში გამოიწვია თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, რამაც ახალი გამოწვევები შექმნა. სახლიდან მუშაობამ ბევრი პროფესიონალის შემთხვევაში სამსახურსა და სახლს შორის ბალანსის კუთხით შექმნა დაბნეულობა. მომატებულმა სტრესმა, "მულტიტასკინგმა" და ხელისშემშლელმა ფაქტორებმა კი საფრთხის წინაშე დააყენა შესრულებული სამუშაოს ხარისხი.
ტრენინგის მიზანია “უსტრესო პროდუქტიულობის” პრინციპებისა და ტექნიკის სწავლება მონაწილეებისთვის. ასევე, მათში დროის მართვის ჩვევების დანერგვა და გამყარება, რაც საშუალებას მისცემს მათ აღმოაჩინონ და გაითავისონ მათ კონკრეტულ სპეციფიკაზე მორგებული პრინციპები.
კურსი აგებულია მოწინავე საერთაშორისო მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით და გათვალისწინებულია ქართული სპეციფიკა.
რას მივიღებ კურსის გავლით
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ შეიმუშაონ დროის მართვის ინდივიდუალური სისტემა დისტანციურად მუშაობის დროს და შეცვალონ მუშაობის ყოველდღიური სტილი. საბოლოო ჯამში კი გააუმჯობესებენ როგორც სამსახურებრივი, ასევე პირადი საკითხების მიმართ დამოკიდებულებას და შედეგებს.
შინაარსი
ცვლილებები, ადაპტაცია და ახალი შესაძლებლობები:
-
ტრენინგის გახსნა, საორგანიზაციო საკითხები
-
ტრენინგის მიზანი
-
მონაწილეების მოლოდინების და გამოწვევების გამოკითხვა
-
მიმდინარე გამოწვევები
-
რატომ გვჭირდება დროის მართვა
-
ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები
-
ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
ხელის შემშლელი ფაქტორების იდენტიფიკაცია:
-
მიმდინარე სტრესი და სტრესის სხვა წყაროები
-
სახლიდან მუშაობის გამოწვევები
-
ახალი ამბები და სოციალური მედია
-
ოჯახის წევრები და საოჯახო საქმეები
-
მომცდენები და სამსახურის საქმე
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
როგორ ვიყოთ პროდუქტიული სახლში მუშაობისას - დღის განრიგი:
-
დილის რუტინა
-
სამუშაო გარემო
-
მომცდენების მართვა
-
დაგეგმვა
-
დაპრიორიტეტება
-
“მულტიტასკინგთან” გამკლავება
-
პროკრასტინაციის (ბოლო მომენტისთვის გადადების) მართვა
-
თან სახლის საქმე და თან მუშაობა - საზღვრების დაწესება
-
ოჯახის და სამსახურის საქმის შეთავსება
-
შეწყვეტების მართვა
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
დროის მართვის ტექნიკები და ინსტრუმენტები:
-
ოპერატიული ინსტრუმენტები
-
"ჩეკლისტები" და შაბლონები
-
ელ. ფოსტა და ტელეფონის ზარები
-
ონლაინ და პირადი შეხვედრები
-
ელექტრონული კალენდარი და ბლოკნოტი
-
დროის მართვის აპლიკაციები
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
საქმიანი და არასაქმიანი ურთიერთობები, სტრესის მართვა:
-
ურითერთობების დაგეგმვა / მართვა
-
მიზანი - სტრესის და შფოთის შემცირება, განწყობის ამაღლება და პროდუქტიულობა
-
ოჯახის წევრებთან ურთიერთობა
-
მეგობრებთან ურთიერთობა
-
გარშემომყოფებთან ურთიერთობა
-
კოლეგებთან ურთიერთობა
-
მენეჯერის მხრიდან დაქვემდებარებულებთან კომუნიკაცია
-
მადლიერება
-
ვარჯიში, კვება და ძილი
-
ბუნებასთან ურთიერთობა
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
სიახლეებთან ადაპტაცია და განვითარება:
-
განვითარების და ადაპტაციის აუცილებლობა
-
ხელის შემშლელი ფაქტორები და თავდაჯერებულობა
-
პროფესიული ზრდა
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
ტრენინგის შეჯამება:
-
ცვლილებების განხილვა
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა - ინდივიდუალური გეგმის შედგენა
-
როგორ ჩამოვიყალიბოთ ჩვეულება
დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე, 555 597795, keti@macademy.ge