კომუნიკაცია DISC ტესტის მიხედვით
დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე:
555 597795
keti@macademy.ge
ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვისთვისაა კურსი
ტრენინგი განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს თანამშრომლებთან (კოლეგებთან, დაქვემდებარებულებთან ან / და მენეჯერებთან) ინტენსიური ურთიერობა. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს გაუგებრობების თავიდან არიდება, თითოეული თანამშრომლისთვის შესაბამისი "გასაღების" მორგება და გარშემომყოფებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების ხარჯზე პროდუქტიულობის ზრდა.
ტრენერი
ტრენერი
ქეთი ტყავაძე
ქეთი ფლობს 17 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე, ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მიწვეული ლექტორი.
ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD).
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
ტრენინგის დაწყებამდე ყველა მონაწილე გაივლის ტესტირებას საერთაშორისოდ აპრობირებული DISC მეთოდოლოგიით და მიიღებს შესაბამის ანგარიშს (Report), რომელშიც აღწერილია საკომუნიკაციო სტილი და სხვებთან ურთიერთობის თავისებურებები. ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება ტრენინგის პროცესში.
DISC არის კომუნიკაციის ტესტი, ჰარვარდში შექმნილ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. ტესტი საშუალებას გვაძლევს გვერდიდან შევხედოთ კომუნიკაციის ჩვენს სტილს, მივხვდეთ როგორ გვხედავენ ჩვენი გარშემომყოფები, აღმოვაჩინოთ ძლიერი მხარეები, ასევე წარსულში უშედეგო კომუნიკაციის მიზეზები და მომენტალურად მივიღოთ გადაწყვეტილება ვისთან როგორი მიდგომა იქნება ეფექტური.
შინაარსი
-
ტრენინგის გახსნა, საორგანიზაციო საკითხები
-
ტრენინგის მიზანი
-
კომუნიკაციის მნიშვნელობა და სირთულეები
-
როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია
-
DISC მოდელის არსი
-
D, I, S, C პროფილი და თითოეული კომპონენტის მახასიათებლები
-
როგორ ამოვიცნოთ და როგორ შევცვალოთ კომუნიკაცია თითოეული პროფილის ადამიანთან
-
მონაწილეების პროფილების განხილვა და ძლიერი მხარეების გამოვლენა
-
გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე, 555 597795, keti@macademy.ge