პროექტის მართვა 3.0
მართეთ პროექტები მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგიით
დაგვიკავშირდით:
ვანო ნადირაძე:
593 302818
vano@nadiradze.biz
ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, ბიზნეს, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში დაკავებული პროექტის მენეჯერებისთვის და პროექტის სხვა მონაწილეებისთვის, რომლებიც საჭიროებენ პროექტის მართვის მეთოდოლოგიისა და საშუალებების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.
ტრენერები
ტრენერები
ვანო ნადირაძე
ვანო არის პროექტის მენეჯერი, პროექტის მართვის კონსულტანტი და ტრენერი 10+ წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე არის "PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის" დამფუძნებელი, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org) და პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International).
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
კურსის მიზანია მსმენელების როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავება, ისე პრაქტიკული უნარების განვითარება.პროექტების მართვის გავრცელებული მეთოდოლოგიებისა და ტექნიკის შესწავლის გზით კურსი დაეხმარება მსმენელებს გახდნენ უკეთესი მენეჯერები. კურსის თეორიული ნაწილი აგებულია ფართოდ აღიარებულ PMI მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით (Project Management Institute - www.pmi.org), ხოლო - პრაქტიკული ნაწილი ქართული და საერთაშორისო პროექტების მაგალითებითაა გადმოცემული.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება პროექტების წარმატებით განხორციელებას. შეძლებენ მიიღონ პასუხი შემდეგ მთავარ კითხვებზე:
-
რა არის პროექტი?
-
ვინ არიან პროექტის მთავარი და სხვა მონაწილეები?
-
როგორია წარმატებული პროექტი და რა უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად?
-
როგორ ვმართოთ პროექტის პრიორიტეტები?
-
რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და რა დაგვჭირდება ამისთვის?
-
როგორ ვმართოთ პროექტის გუნდი?
-
როგორ ვმართოთ პროექტის რესურსები?
-
როგორ ვაკონტროლოთ პროექტი და მისი შედეგები?
კურსის ფარგლებში მონაწილეები, საკუთარი კომპანიების და განყენებულ ბიზნეს-ქეისებზე დაყრდნობით, დაამუშავებენ შემდეგ საპროექტო დოკუმენტებს:
-
წესდება (Project Charter)
-
შინაარსი (Project Scope Statement)
-
WBS (Work Breakdown Structure) & WBS Dictionary - MindManager-ის დახმარებით
-
გეგმა-გრაფიკი (Schedule) - MS Project-ის დახმარებით
-
ბიუჯეტი (Budget) - MS Excel
-
კომუნიკაციის გეგმა (Communication Plan)
მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს, ელექტრონულ წიგნებს, დოკუმენტების შაბლონებს და შესაბამის სესრტიფიკატს.
შინაარსი
პროექტის მართვის საფუძვლები
მოდული განიხილავს პროექტის რაობას, განსხვავებებს ფუნქციონალურ და პროექტების მენეჯმენტს შორის; პროექტის ეტაპებს; პროექტის მთავარ მონაწილეებს
შინაარსის მართვა
მოდული განიხილავს პროექტის მიზნებს, კრიტერიუმებს; სამუშაოს დაშლის სტრუქტურას (WBS); პროექტის შინაარსის ცვლილებებს და მათ მართვას.
დროის, დანახარჯებისა და რისკების მართვა
მოდული განიხილავს დროის დაგეგმვის პრინციპებს, სამუშაოს განსაზღვრას და მისი ხანგრძლივობის შეფასებას; რესურსების ტიპებს და დაგეგმვას.ასევე, რისკების მართვას, იდენტიფიცირებას და მთავარ წყაროებს, მათი მიღების, შემცირების, აცილების საპასუხო მოქმედებებს.
ლიდერობა და კომუნიკაციის მართვა
მოდული განიხილავს პროექტის მენეჯერის სამუშაოს; გუნდის დაკომპლექტებას, მათი საჭიროებების გამოვლენას და მოტივირებას; საერთო მიზნების დასახვას და შეფასებას; კომუნიკაციის მოდელებს.
დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით:
ვანო ნადირაძე, 593 302818, vano@nadiradze.biz