Be Agile - ტრენინგი და მენტორინგი
Scrum Master-ისთვის
დაგვიკავშირდით:
მარიკა კლდიაშვილი:
599 226622
marika@macademy.ge
ტრენინგის ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც
-
ემზადებიან ან უკვე ასრულებენ კომპანიაში/გუნდში Scrum Master-ის როლს;
-
კომპანიაში გადიან Agile ტრანსფორმაციის ეტაპს, ნერგავენ Agile მიდგომებს ;
-
დაინტერესებულნი არიან თანამედროვე მიდგომებით პროექტების მართვაში;
-
მენეჯერებისთვის და გუნდის ლიდერებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ მუშაობას და ხელს უწყობენ სიახლეების დანერგვას
ტრენერი
მარიკა კლდიაშვილი
მარიკა ფლობს 18+ წლიან მენეჯერულ გამოცდილებას IT და ბიზნეს მიმართულებებით ქართულ და უცხოურ წამყვან კომპანიებში. მისი თანამდებობები სხვადასხვა დროს მოიცავდა ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსის, ბიზნეს ანალიზისა დაპროექტების მართვის დეპარტამენტების უფროსის პოზიციებს. მარიკას ჩართულობით სხვადასხვა სექტორის და საქმიანობის კომპანიებში დაინერგა პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და განხორციელდა Agile მიდგომების დანერგვა. ბოლო 7 წლისგანმავლობაში ის ხელმძღვანელობს სხვადასხვა ბიზნეს ინკუბატორებს და აქსელერატორებს და ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელების განვითარებას. მარიკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერთა მეცნიერებების ფაკულტეტი, ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი და იგი ასევე არის სერტიფიცირებული ბიზნეს ანალიტიკოსი IQBBA CFLBA, პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი PMI.org), პროფესიონალი ქოუჩი (Erickson Coaching International) და ფლობს Lean Six Sigma Yellow Belt-ს.
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
თანამედროვე ბიზნეს გარემოს დამახასიათებელი ნიშანია ცვლილებების საჭიროების გაზრდილი სიხშირე, პროექტების კომპლექსურობა და გრძელვადიანი მიზნების არასაკმარისი ხილვადობა. ამ მოცემულობის საპასუხოდ კომპანიები აქტიურად იყენებენ Agile მიდგომებს როგორც სიახლეების დასანერგად, ასევე ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად. თუმცა Agile დანერგვა არ გულისხმობს მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს, აუცილებელია ახალი ღირებულებების და ახალი როლების დანერგვა კომპანიაში, ერთ-ერთი მათგანი Scrum Master-ა. ეს როლი ახალი კონცეპტის - მსახური ლიდერის კონცეპტის -მატარებელია. კონკურენტუნარიანი, ეფექტური, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შესაქმნელად გუნდში სწორედ ასეთი ლიდერის არსებობა არის აუცილებელი. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად განიხილავენ და შეისწავლიან იმ უნარებს, ტექნიკებს და მიდგომებს რას აუცილებელია Scrum Master-ის როლის შესასრულებლად.
რას მიიღებთ კურსის გავლით:
კურსის გავლის შედეგად მონაწილეები
· სიღრმისეულად გაანალიზებენ Agile ღირებულებების მნიშვნელობას და შინაარსს;
· ნათელ წარმოდგენას შეიქმნიან Scrum Master როლის შესასრულებლად აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ;
· უკეთ შეძლებენ გუნდის წევრებისთვის დახმარებას საუკეთესო ღირებულებების შექმნაში;
· უკეთ შეძლებენ პრაქტიკაში და კონკრეტულ ქმედებებში გადაიტანონ ემპირიზმის თეორია და შედეგად გაზარდონ გუნდის ეფექტურობა;
· უკეთ შეძლებენ საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა როლების შესრულებას (ფასილიტატორი, ტრენერი, მენტორი, ქოუჩი);
· უკეთ შეძლებენ გუნდისთვის დახმარებას სპრინტის დაგეგმარებასა და შესრულებაში;
· გააუმჯობესებენ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან;
· უკეთ შეძლებენ წინააღმდეგობებსა და რეზისტენტობის მართვას;
*ტრენინგის გავლა შესაძლებელია იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც უკვე გააჩნია Agile გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ან გავლილი აქვს მართვის აკადემიის Agile ვორქშოფი
ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
შინაარსი
-
რა არის Agile? მოკლე შესავალი, ისტორია, ძირითადი პრინციპების შეხსენება
-
Agile ღირებულებები და საქმიანობის წარმართვის ახალი კულტურა
-
ვინ არის მსახური ლიდერი?
-
ემპირიული აზროვნების სამი კომპონენტი
-
Scrum Master-ის მთავარი კომპეტენციები
-
Scrum Master-ის ჩართულობა და ქმედებები:
-
სპრინტის დაგეგმარებისას
-
ყოველდღიურად, აღსრულების პროცესში
-
სპრინტის შეჯამების პროცესში და დახურვისას
-
თვითორგანიზებული გუნდის მხარდაჭერა განვითარებაში
-
ეფექტური რესტროსპექტივა და კომუნიკაციის გამოწვევები
-
ინკრემენტულობა Scrum Master-ის პრაქტიკაში
-
Scrum Master-ი - ტრენერი, მენტორი, ქოუჩი, ფასილიტატორი
-
Scrum Master-ის პრაქტიკული ინსტრუმენტები
-
სერტიფიცირების მიმოხილვა
-
Agile ქოუჩის უწყვეტი განვითარება
-
შეჯამება
ტრენინგის შემდგომი ჯგუფური მენტორინგი:
მენტორინგის ხანგრძლივობა - 4 კვირა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შედგება 3-5 მონაწილესგან შემდგარი ჯგუფები. თითო ჯგუფი კვირაში ერთხელ მიიღებს დავალებას (ჯამში 4 დავალება), ამ დავალების შესრულება შესაძლებელი იქნება ინდივიდუალურად, ხოლო შემდეგ მოხდება ჯგუფური განხილვა შესრულებული სამუშაოების, გამოწვევების, გამოცდილების გაზიარება და მენტორისგან რჩევების მიღება. მენტორინგის პროცესის ამოცანაა - ინკრემენტულად დაინერგოს პრაქტიკაში ის ცოდნა, რომელსაც მონაწილეები მიიღებენ ტრენინგის ფარგლებში.