ცვლილებების მართვა
დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე:
555 597795
keti@macademy.ge
ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია ორგანიზაციულ ცვლილებებში ჩართული მენეჯერებისთვის, რომლებიც ახდენენ ცვლილებების ინიცირებას ან მართავენ ინიცირებული ცვლილებების სხვადასხვა მასშტაბის პროექტებს
ტრენერი
ტრენერი
ქეთი ტყავაძე
ქეთი ფლობს 17 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე, ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მიწვეული ლექტორი.
ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD).
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
თანამედროვე წარმატებული კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა უამრავ ცვლილებას მოიცავს. ინერგება ახალი პროდუქტები, იცვლება ბიზნეს მოდელი, კორექტირდება სტრუქტურა და პროცესები, იზრდება მასშტაბი და ა.შ. ნებისმიერი ტიპის განვითარება ცვლილებაა, ცვლილების წარმატებით განხორცილებას კი სწორად მართვა სჭირდება. კვლევების მიხედვით ცვლილებების პროექტების 60%-70% წარუმატებელია (Harvard Businees Review), რაც არასწორი მართვით არის გამოწვეული. კომპანიების განვითარების ტემპი დღითი დღე იზრდება, შესაბამისად, წარმატების მიღწევისთვის და კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებისთვის კიდევ უფრო აქტუალური ხდება ცვლილებების პროექტების სწორად მართვა.
შინაარსი
ცვლილების დროს წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები
-
რა არის ცვლილების მართვა
-
როდის არის ცვლილება წარმატებული
-
რა ფაქტორები მოქმედებს ცვლილების წარმატებაზე
-
როგორ ვმართოთ ეს ფაქტორები
ცვლილების პროცესი
-
რა ეტაპებისგან შედგება ცვლილება
-
რა უნდა გავითვალისწინოთ თითოეულ ეტაპზე
-
ჩართული მხარეები
-
მათი როლები
ცვლილება ინდივიდის დონეზე
-
რას ნიშნავს ცვლილება თითოეული თანამშრომლის დონეზე
-
როგორ მოვახერხოთ, რომ თანამშრომლებმა მოინდომონ ცვლილება
-
როგორ მოვახერხოთ, რომ თანამშრომლებმა შეძლონ ცვლილება
მზაობა ცვლილებაზე
-
ცვლილების მზაობის შეფასება
-
კომუნიკაციის გეგმის შედგენა
-
რისკების ანალიზი
-
ბარიერების განეიტრალების გეგმის შედგენა
დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე, 555 597795, keti@macademy.ge