
გსმენიათ AI-ის შესახებ, მოგისინჯავთ, თუმცა არ იცით როგორ მოარგოთ თქვენს ყოველდღურობას? თუ გსურთ AI გახდეს თქვენი ყოველდღიური ასისტენტი - ეს ონლაინ მასტერკლასი ზუსტად თქვენთვისაა
დაგვიკავშირდით:
551474674, 555597795
info@macademy.ge
თარიღი
25/06/2025
დრო
19:00 - 21:00 სთ
ღირებულება
230 ლარი
სპიკერი
ტრენერები

ტრენერი
ქეთი ტყავაძე
ქეთი ფლობს 18 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის ტრენერი მენეჯმენტის და პირადი განვითარების მიმართულებით, სწავლების 15 წლიანი გამოცდილებით. ის ამჟამად არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე; ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მოწვეული ლექტორი.
ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate School of Business - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP პრაქტიკოსი ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD).
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე შეცვალა სამუშაო გარემო და როგორც ლიდერებს, ჩვენ აღარ გვაქვს ფუფუნება მისი იგნორირების.
ამ პრაქტიკულ მასტერკლასზე ისწავლი, როგორ აუწყო ფეხი ცვლილებას და გადააქციო AI შენი ყოველდღიური ასისტენტად. AI-ის დახმარებით, ყოველდღიურობა შეგვიძლია გავხადოთ უფრო სტრუქტურირებული, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.
ამ მასტერკლასზე ისწავლი:
📌 რა არის AI და როგორ მუშაობს
🧠 როგორ ეხმარება ლიდერებს: გადაწყვეტილების მიღებაში, მენეჯერულ კომუნიკაციაში, პროდუქტიულობაში
🗣️ ეფექტური პრომპტების წერა — სწორი კითხვა = სწორი პასუხი
🛠️ GPT-ების შექმნა — პერსონალური ბოტები პირადი და სამსახურებრივი საკითხებისთვის
🤖 დიალოგის ხელოვნება AI-თან — როგორ "ველაპარაკოთ" ისე, რომ AI რეალურად დაგვეხმაროს
🗓️ როგორ ვაქციოთ AI ჩვენს ასისტენტად
👥 გუნდის მართვის პროცესში AI-ს როლი — როგორ და სად შეუძლია დაგვიზოგოს დრო, ენერგია და გონებრივი რესურსი
ვინ უნდა დაესწროს:
-
ლიდერები, ვისაც სურს გააუმჯობესოს პროდუქტიულობა და კომუნიკაცია
-
ვინც ეძებს პრაქტიკულ გზებს სამუშაოს გამარტივებისთვის
-
ვისაც ჯერ არ გამოუყენებია AI, ან მცირე გამოცდილება აქვს და სურს გაუმჯობესება
თარიღი, ლოკაცია და ღირებულება:
📆 თარიღი: 25 ივნისი
📍ფორმატი: ონლაინ: პლარტფორმა ZOOM
⏰ დრო: 19:00 - 21:00 სთ
💼 ფასი: 230 ლარი
📩 ადგილები შეზღუდულია — დარეგისტრირდი ახლავე და დაელოდე ჩვენგან ზარს!
საკონტაქტო ინფორმაცია:
-
551474674, 555597795