top of page
10 ხარისხის მართვა.png

ხარისხის მართვა
ტრენინგის ადგილია CTC - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი. მისამართი: ოთარ ჩხეიძის ქ. #5 (ე.წ. "შანხაის" ტერიტორიაზე)

დანერგეთ პრაქტიკაში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები

ნაკადი

09

ფასი

620 ₾

დასაწყისი

24/09/2024

დასასრული

03/10/2024

დაგვიკავშირდით: 
ეკა კოპლატაძე
599 090572

ekoplatadze.expert@gmail.com 

 

განრიგი

სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 - 22:00 სთ

ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, პროდუქტის წარმოების და დისტრიბუციის, ასევე მომსახურების პროცესებში ჩართული მენეჯერებისთვის და ხარისხზე პასუხისმგებელი პირებისთვის. ტრენინგიდან სარგებელს მიიღებენ კერძო და სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის შექმნაში.

ტრენერი

eka kop.png

ეკა კოპლატაძე

ეკა ფლობს 15 წლიან გამოცდილებას ხარისხის მართვის მიმართულებით. ასევე აქვს 14 წლიანი გამოცდილება ხარისხის აუდიტში და 15 წლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარებაში (ISO,GMP (Good Manufacturing Practice), ხარისხის რისკები.)

ეკას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სტანდარტების (HACCP, ISO, GMP) დანერგვის ადგილობრივ და საერთაშორისო  პროექტებში: ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა კვების და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიაში.

ხარისხის აუდიტები ჩატარებული აქვს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

თანამედროვე ბიზნესში ყველა რგოლის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის მართვის იმ ძირითადი კონცეფციების ცოდნა, რაც მათ მისცემს საშუალებას ერთი მხრივ, გაზარდონ პროდუქტის კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე, ხოლო მეორე მხრივ კი, თავიდან აიცილონ უხარისხობით გამოწვეული ხარჯები.

კურსის თეორიული მასალა ადაპტირებულია თანამედროვე გარემოს ცვლილებებისადმი და მოიცავს კონკრეტულ ქეისებს, სხვადასხვა ტიპის წარმოების, საქართველოს და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მართვის პრაქტიკიდან.  

ამ კურსის მიზანია მონაწილეებში ხარისხის მენეჯმენტის ზოგადი პრინციპების ხედვის ჩამოყალიბება შემდეგი მიმართულებებით: ხარისხის სისტემის დიზაინი, დაგეგმვა-კონტროლი, არასტანდარტული სიტუაციების მართვა, რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი.  

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ ხარისხის მართვის ძირითადი კონცეფციები და ცნებები, ასევე ექნებათ პრაქტიკული ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:

  • ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა;

  • ხარისხის მართვის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება;

  • ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებში გარკვევა და მათი ინტეგრირება პრაქტიკაში;

  • ხარისხის მართვაში რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის მეთოდების გამოყენება;

 

ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. 

შინაარსი

ხარისხის მენეჯმენტის არსი

  • ხარისხის ადგილის და როლის გააზრება ორგანიზაციის კონტექსტში

  • ხარისხის სტანდარტები, რომელი მათგანია სავალდებულო და რომელი - ნებაყოფლობითი?

  • ხარისხის მართვა კომპანიაში თანამედროვე ბიზნეს გარემოში

  • ხარისხის დეპარტამენტის (ხარისხის ერთეული, ხარისხის კონტროლი, ხარისხის უზრუნველყოფა) როლი ორგანიზაციაში.

 

ხარისხის სტანდარტები ორგანიზაციაში, დანერგვის ტექნიკა და ინსტრუმენტები

  • როგორ „წავიკითხოთ სტანდარტი“

  • ახალი პროდუქტის განვითარების, კომერციალიზაციის, ბაზარზე გატანის შემდგომი პროცესების ხარისხის მართვა, შესაბამისი სტანდარტები

  • სტანდარტის მოთხოვნათა დანერგვა პრაქტიკაში

 

ხარისხის მართვის ძირითადი ელემენტები

  • ინფრასტრუქტურის ხარისხის მართვა

  • პერსონალის ხარისხის მართვა

  • ხარისხის აუდიტები

  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე აქცენტი და უარყოფითი გამოხმაურებების მართვა

  • ხარისხის ხარვეზების, გადახრების მართვა

  • მიწოდების ჯაჭვის ხარისხის მართვა

  • ცვლილებების ხარისხის მართვა

 

ხარისხის რისკის ანალიზი

  • QRM მიდგომები

  • ხარისხის რისკის ანალიზის მეთოდოლოგია

  • ხარისხის რისკის ანალიზის ინსტრუმენტები

 

ხარისხის გაზომვა და მიმოხილვა   

  • ხარისხის, უხარისხობის ხარჯები

  • ხარისხის KPI-ები

  • ხარისხის მიმოხილვა

დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით: 

ეკა კოპლატაძე, 599 090572, ekoplatadze.expert@gmail.com

bottom of page