top of page
Canva - Concept of Teamwork.jpg

ლიდერის ინსტრუმენტები

დაგვიკავშირდით: 
ალექსანდრე ჯეჯელავა
sandro@jejelava.info

ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით

ვისთვისაა კურსი

ხუთკვირიანი ტრენინგი “ლიდერის ინსტრუმენტარი” განკუთვნილია იმ მენეჯერისთვის, რომელიც გრძნობს ლიდერული ინსტრუმენტარის დახვეწის და თვალთახედვის გაფართოების საჭიროებას.

 

მონაწილე უნდა იყოს მოქმედი მენეჯერი, რომელსაც ექვემდებარებიან (ფუნქციონალურად ან საპროექტოდ) თანამშრომლები და რომელიც დაინტერესებულია მენეჯერული კარიერის განვითარებით.

ტრენერი

სანდრო ჯეჯელავა.png

ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა არის ტრენერი, სპიკერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეციალისტი 20 წელზე მეტი გამოცდილებით. მისი საჯარო და კორპორაციული გამოსვლების დამსწრეები (დღემდე ჯამში 50,000 ადამიანზე მეტი) ერთხმად აღნიშნავენ სპიკერის უნიკალურ ხელწერას და გამოსვლების შინაარსის ძლიერ და დასამახსოვრებელ მუხტს.

ალექსანდრეს ტრენინგები და სემინარები სხვადასხვა მიმართულებით აღიარებულია მოწინავე ორგანიზაციების მიერ და მათ, საერთო ჯამში, დაესწრო 200-ზე მეტი მოწინავე ორგანიზაციის სპეციალისტები და მენეჯერები.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

“მართვის თანამედროვე მეთოდების” კურსისგან განსხვავებით, სადაც ძირითადი აქცენტი კონკრეტული მენეჯერულ ტექნიკებში დახელოვნებაზეა, ჩვენი კურსი წარმოგიდგენთ თანამედროვე ლიდერობის განვითარების “ფართე ხედვას”, მათ შორის ბოლოდროინდელი ტენდენციების მიმართულებით.

კურსი რეკომენდირებულია მართვის აკადემიის “მართვის თანამედროვე მეთოდების” სერტიფიკატის მფლობელებისთვის (მათთვის სპეციალური საფასო შეთავაზება გვაქვს).

კურსის ბოლოს თქვენ გექნებათ ლიდერობის ინსტრუმენტარის და განვითარების თანამედროვე ტენდენციების მოწესრიგებული ხედვა, რაც საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ პირადად თქვენი და გუნდის განვითარების ჰარმონიული სტრატეგია.

შინაარსი

  1. ლიდერობის არსი და მნიშვნელობა დღეს, 21-ე საუკუნეში

  2. ლიდერის პიროვნება, ემოციური ინტელექტი, საქმის ცოდნა, ცოცხალი მაგალითი, ურთიერთობები გუნდში, არაფორმალური ლიდერები

  3. ლიდერობის კულტურა და გუნდის შეკავშირება, ლიდერების აღმოჩენა და აღზრდა

  4. მიზნების დასახვა, მოტივაცია, კონკურენცია და უკუგება ლიდერობის გარემოში

  5. ლიდერობა მილენიალების და ეჯაილ გარემოში

  6. ჯგუფის მონაწილეების რეალური ქეისების და შეკითხვების განხილვა.

დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით: 

ალექსანდრე ჯეჯელავა, sandro@jejelava.info

bottom of page