top of page
21 it მენეჯმენტი არა IT მენერენოსთვოს.pn

IT მენეჯმენტი არა IT მენეჯერებისთვის

დაგვიკავშირდით: 
ვანო ნადირაძე:
593 302818
vano@nadiradze.biz

ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც ავითარებენ პროდუქტებს და გადიან გზას პროდუქტის იდეიდან მის დანერგვამდე. ასევე თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროდუქტის შექმნის რომელიმე ფაზაში ან მათ შეეხებათ დანერგილი ცვლილება. 
კურსიდან განსაკუთრებულ სარგებელს მიიღებენ: ბიზნეს ანალიტიკოსები, პროექტის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, რისკების მენეჯერები, პროცედურებზე და ბიზნეს პროცესებზე პასუხისმგებელი პირები, არა აიტი განყოფილების მენეჯერები, რომლებთაც ინტენსიური ურთიერთობა აქვთ აიტისთან.

ტრენერები

ვანო ნადირაძე.png

ვანო ნადირაძე

ვანო არის პროექტის მენეჯერი, პროექტის მართვის კონსულტანტი და ტრენერი 10+ წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე არის "PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის" დამფუძნებელი, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org) და პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International).

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png
marika.jpg

მარიკა კლდიაშვილი

მარიკა ფლობს 18+ წლიან მენეჯერულ გამოცდილებას IT და ბიზნეს მიმართულებებითქართულ და უცხოურ წამყვან კომპანიებში. მისი თანამდებობები სხვადასხვა დროსმოიცავდა ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსის, ბიზნეს ანალიზისა დაპროექტების მართვის დეპარტამენტების უფროსის პოზიციებს. მარიკას ჩართულობითსხვადასხვა სექტორის და საქმიანობის კომპანიებში დაინერგა პროექტების მართვისმეთოდოლოგიები და განხორციელდა Agile მიდგომების დანერგვა. ბოლო 7 წლისგანმავლობაში ის ხელმძღვანელობს სხვადასხვა ბიზნეს ინკუბატორებს და აქსელერატორებსდა ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელების განვითარებას.მარიკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითიმათემატიკის და კომპიუტერთა მეცნიერებების ფაკულტეტი, ამჟამად არის ბიზნესადმინისტრირების დოქტორი და იგი ასევე არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერიPMP (პროექტის მართვის პროფესიონალი) და ქოუჩი.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

ტექნოლოგიების განვითარება კომპანიის წინსვლის აუცილებელი პირობაა. ყველა თანამედროვე ორგანიზაცია ცდილობს საინფორმაციო სისტემების გამოყენებას მიზნების მისაღწევად და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. საერთო წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარეს ესმოდეს IT სისტემები და ჩართული იყოს მათი განვითარების ყველა პროცესში.

ხშირად კომპანიებში  ტექნოლოგიური განვითარება ხარვეზებით მიმდინარეობს, მიზეზი კი IT-ის და ბიზნესს შორის გაუგებრობა და სხვადასხვა ენაზე საუბარია.

კურსის მიზანია ნებისმიერი დონის მენეჯერს შეასწავლოს ის IT კონცეფციები, რაც მათ დაეხმარებათ ორგანიზაციის / ქვედანაყოფის ტექნოლოგიურად განვითარების დაგეგმვასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

რას მივიღებ კურსის გავლით
კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • IT-ის როლის დანახვას ორგანიზაციის ჭრილში

  • IT-ის ფუნქციების და პასუხისმგებლობების უკეთ გააზრებას

  • ბიზნესსა და IT-ის შორის ურთიერთობების დალაგებას

  • პრობლემებისა და ინციდენტების მართვის პროცესში ბიზნესისა და IT-ის როლის გამიჯვნას

შინაარსი

ორგანიზაცია

  • ორგანიზაციის სტრუქტურა

  • სტრატეგია

  • IT-ის როლი

  • IT ოპერაციები

  • IT დეველოპმენტი
     

ბიზნესის და IT-ის ურთიერთობა

  • IT კლიენტები

  • IT პროდუქტი

  • კომუნიკაცია IT-სთან

  • ბიზნესთან სინქრონიზაცია

  • სუბიექტური რეალობა

  • ერთ ენაზე საუბარი
     

ბიზნესის მოთხოვნები

  • პრობლემები და ინციდენტები

  • ხარისხიანი შედეგი

  • შედეგის დათვლა

  • პროექტის მართვის სამკუთხედი

დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით: 

ვანო ნადირაძე, 593 302818, vano@nadiradze.biz

bottom of page