უკუკავშირის მიღება და გაცემა
გაეცი და მიიღე უკუკავშირი განვითარებისთვის
დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე:
555 597795
keti@macademy.ge
ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვისთვისაა კურსი
კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის და პროფეს იონალებისთვის, ვინც აცნობიერებს განვითარების მნიშვნელობას და სურვილი აქვს დახვეწოს უკუკავშირის გაცემა - მიღების ტექნიკები.
ტრენერი
ტრენერი
ქეთი ტყავაძე
ქეთი ფლობს 18 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის ტრენერი მენეჯმენტის და პირადი განვითარების მიმართულებით, სწავლების 15 წლიანი გამოცდილებით. ის ამჟამად არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე; ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მოწვეული ლექტორი.
ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate School of Business - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP პრაქტიკოსი ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD).
☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ:
მიმოხილვა
ჩვენს რეალობაში უკუკავშირი ხშირად იგივდება წყენასთან, შეურაწყოფასთან და კონფლიქტთან. აქედან გამომდინარე, ბევრი მენეჯერი თუ პროფესიონალი ხშირად თავს იკავებს უკუკავშირის გაცემისგან და იმედი აქვს, რომ მეორე მხარე თავად გააანალიზებს მის შეცდომებს. ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ ყველა ჩვენგანმა ჩვენს გარშემომყოფებზე ვიცით რაიმე ისეთი, რაც მათ მეტ წარმატებას მოუტანდა, თუმცა მათ ამ საკითხზე სავარაუდოდ არ უფიქრიათ, უკუკავშირი კი დაეხმარებოდათ განვითარებაში. უკუკავშირის მარტივი ტექნიკები გვეხმარება მიმღებლობის ზრდაში და გულწრფელი, ღია, შედეგზე ორიენტირებული საუბრის აგებაში, რაც განვითარების საწინდარია.
რას მივიღებ კურსის გავლით
კურსის გავლის შედეგად მონაწილეები შეძლებენ:
-
უკეთ გაიაზრონ უკუკავშირის მნიშვნელობა
-
გაზარდონ მიმღებლობა უკუკავშირის მიღების დროს
-
მიღებული უკუკავშირი გააანალიზონ და მნიშვნელოვანი საკითხები აქციონ განვითარების კონკრეტულ გეგმად
-
უკუკავშირის გაცემა აქციონ სასიამოვნო საუბრად, ნაცვლად უხერხული და შეურაწმყოფელი კომუნიკაციისა
შინაარსი
შესავალი, განვითარება
-
ტრენინგის გახსნა, საორგანიზაციო საკითხები
-
ტრენინგის მიზანი
-
მონაწილეების მოლოდინების და გამოწვევების გამოკითხვა
-
ცვალებადი გარემო და განვითარების მნიშვნელობა
-
უკუკავშირი და განვითარება
-
გამოცდილების გაზიარება - რა ტექნიკა მადგება ყველაზე მეტად უკუკავშირის მიღების / გაცემის დროს
უკუკავშირის მიღება
-
უკუკავშირის მიღება და სწორ სარკეში ყურება
-
ვისგან და რა სიხშირით ჯობს უკუკავშირის მიღება
-
რა გავითვალისწინოთ უკუკავშირის მიღების დროს
-
როგორ მოვემზადოთ უკუკავშირისთვის
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
უკუკავშირის გაცემა
-
განხილვა - რა შევცვალეთ წინა შეხვედრის შემდეგ
-
რა არის უკუკავშირი და რატომაა საჭირო
-
დადებითი უკუკავშირის მიზანი: მოტივაცია და სწორი ქცევის შენარჩუნება
-
უარყოფითი უკუკავშირის მიზანი: ქცევის გამოსწორება
-
უკუკავშირის მთავარი პრინციპები
-
ხშირად დაშვებული შეცდომები
-
როგორ ავაგოთ საუბარი
-
პირადი და დისტანციური უკუკავშირი
-
რა ვქნათ თუ არ შეიცვალა
-
რთული საუბრების მართვა
-
საერთო მიზნის ძიება და ჩიხიდან გამოსვლა
-
შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა
დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით:
ქეთი ტყავაძე, 555 597795, keti@macademy.ge