top of page
Image 2.jpg

Be Agile - ტრენინგი და მენტორინგი Agile ქოუჩებისთვის

დაგვიკავშირდით: 
მარიკა კლდიაშვილი:
599 226622
marika@macademy.ge

ტრენინგის ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც

  • კომპანიაში გადიან Agile ტრანსფორმაციის ეტაპს, ნერგავენ Agile მიდგომებს ;

  • ასევე თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ Agile პროცესების დანერგვის რომელიმე ფაზაში ან მათ შეეხებათ დანერგილი ცვლილება;

  • მენეჯერებისთვის და გუნდის ლიდერებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ მუშაობას და ხელს უწყობენ სიახლეების დანერგვას, სურთ ეფექტურობის ზრდა და ამავდროულად გუნდის გაძლიერება.

ტრენერი

marika.jpg

მარიკა კლდიაშვილი

მარიკა ფლობს 18+ წლიან მენეჯერულ გამოცდილებას IT და ბიზნეს მიმართულებებით ქართულ და უცხოურ წამყვან კომპანიებში. მისი თანამდებობები სხვადასხვა დროს მოიცავდა ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსის, ბიზნეს ანალიზისა დაპროექტების მართვის დეპარტამენტების უფროსის პოზიციებს. მარიკას ჩართულობით სხვადასხვა სექტორის და საქმიანობის კომპანიებში დაინერგა პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და განხორციელდა Agile მიდგომების დანერგვა. ბოლო 7 წლისგანმავლობაში ის ხელმძღვანელობს სხვადასხვა ბიზნეს ინკუბატორებს და აქსელერატორებს და ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელების განვითარებას. მარიკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერთა მეცნიერებების ფაკულტეტი, ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი და  იგი ასევე არის სერტიფიცირებული ბიზნეს ანალიტიკოსი IQBBA CFLBA, პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი PMI.org), პროფესიონალი ქოუჩი (Erickson Coaching International) და ფლობს Lean Six Sigma Yellow Belt-ს.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

თანამედროვე ბიზნეს გარემოს დამახასიათებელი ნიშანია ცვლილებების საჭიროების გაზრდილი სიხშირე, პროექტების კომპლექსურობა და გრძელვადიანი მიზნების არასაკმარისი ხილვადობა. ამ მოცემულობის საპასუხოდ კომპანიები აქტიურად იყენებენ Agile მიდგომებს როგორც სიახლეების დასანერგად, ასევე ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად. ზოგ კომპანიაში გლობალური - Agile ტრანსფორმაციის პროცესები მიმდინარეობს. თუმცა Agile დანერგვა არ გულისხმობს მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს ორგანიზაციის პროცესების ან ინსტრუმენტების დონეზე, აუცილებელია სწორედ მოხდეს Agile კულტურის და მიდგომების დანერგვა. ამ ამოცანას შესრულებაში მნიშვნელოვანია მენეჯერების, გუნდის ლიდერების, პროექტების მენეჯერების და Agile ქოუჩების როლი.

რას მიიღებთ კურსის გავლით:

კურსის გავლის შედეგად მონაწილეები

  • სიღრმისეულად გაანალიზებენ Agile ღირებულებების მნიშვნელობას და შინაარსს

  • ნათელ წარმოდგენას შეიქმნიან კომპანიის ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ;

  • უკეთ შეძლებენ კომპანიის და თანამშრომლების ღირებულებების დაკავშირებას;

  • უკეთ შეძლებენ საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა როლების შესრულებას (ფასილიტატორი, ტრენერი, მენტორი, ქოუჩი);

  • გააუმჯობესებენ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან;

  • უკეთ შეძლებენ წინააღმდეგობებსა და რეზისტენტობის მართვას;

  • უკეთ შეძლებენ გუნდის წევრების ფსიქო პორტრეტის ანალიზს და კონფლიქტების მართვას;

  • უკეთ შეძლებენ კოლეგებისთვის დახმარებას როლების შერჩევის და პროცესების დიზაინის ეტაპებზე;

 

*ტრენინგის გავლა შესაძლებელია იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც უკვე გააჩნია Agile გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ან გავლილი აქვს მართვის აკადემიის Agile ვორქშოფი


ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

შინაარსი

  • რა არის Agile? მოკლე შესავალი, ისტორია, ძირითადი პრინციპების შეხსენება

  • Agile ღირებულებები და საქმიანობის წარმართვის ახალი კულტურა

  • ვინ არის მსახური ლიდერი?

  • ვინ არის Agile ქოუჩი ?

  • Agile ქოუჩის კომპეტენციების ოთხი ვექტორი

  • მიზანზე ორიენტირებული ქოუჩინგი და OKR - გზა კომპანიის ხედვიდან აღსრულებამდე

  • ქოუჩის უნარების და პრაქტიკების ( Coactive, NLI, ORSC, ACI ) მიმოხილვა

  • Agile ქოუჩის როლი ტრანსფორმაციის პროცესში

  • ცვლილების დაგეგმარების და განხორციელების ინსტრუმენტები

  • ცვლილების მონაწილეების ანალიზი

  • საჭიროებების ანალიზი

  • პრიორიტეტების განსაზღვრა

  • ცვლილების რეზისტენტობის მართვა

  • მიღებული შედეგების დაფიქსირება და გამყარება

  • Agile ქოუჩის საბაზისო ინსტრუმენტების მიმოხილვა

  • სერტიფიცირების (CERTIFIED TEAM COACHSM (CTCSM)) მიმოხილვა

  • Agile ქოუჩის უწყვეტი განვითარება

  • შეჯამება

ტრენინგის შემდგომი ჯგუფური მენტორინგი:

მენტორინგის ხანგრძლივობა - 4 კვირა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შედგება 3-5 მონაწილესგან შემდგარი ჯგუფები. თითო ჯგუფი კვირაში ერთხელ მიიღებს დავალებას (ჯამში 4 დავალება), ამ დავალების შესრულება შესაძლებელი იქნება ინდივიდუალურად, ხოლო შემდეგ მოხდება ჯგუფური განხილვა შესრულებული სამუშაოების, გამოწვევების, გამოცდილების გაზიარება და მენტორისგან რჩევების მიღება. მენტორინგის პროცესის ამოცანაა - ინკრემენტულად დაინერგოს პრაქტიკაში ის ცოდნა, რომელსაც მონაწილეები მიიღებენ ტრენინგის ფარგლებში.

bottom of page