გთავაზობთ 8 კვირიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამას "გავლენიანი კომუნიკაციის ქოუჩი - ICCP" ნებისმიერი პროფესიონალისთვის
ფასი
2 250 ₾
დასაწყისი
30 ოქტ 2024
დასასრული
18 დეკ 2024
განრიგი
ოთხშაბათი 19:00 -21:00
მარიამ ღუდუშაური
ტელ: 551 757 000
ბექა კემულარია
ტელ: 595 335 554
დაგვიკავშირდით:
ვისთვისაა კურსი
„ფლომასტერი“ გთავაზობთ 8 კვირიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამას "გავლენიანი კომუნიკაციის ქოუჩი - ICCP" ნებისმიერი პროფესიონალისთვის.
მიმოხილვა
"ფლომასტერი" გთავაზობთ 8 კვირიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გავლენიანი კომუნიკაციის ქოუჩი (ICCP) ნებისმიერი პროფესიონალისთვის..
კურსი ჩატარდება ჰიბრიდულად. შეხვედრების ნაწილი გაიმართება ფიზიკურად, ხოლო ნაწილი Online. განახლებული ფორმატის მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
-
კვირაში ერთი მოდული, რომელშიც შედის ვიდეო ლექციები (Flowmaster LMS სისტემაში), ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებები
-
საერთო ონლაინ სადისკუსიო სივრცე პროგრამის მონაწილეებისათვის შეკითხვების, რჩევების და ქეისების გასაზიარებლად
-
კვირაში ერთი, დასკვნითი შეხვედრა გამოცდილ ტრენერებთან სავარჯიშოებით, კითხვა-პასუხითა და განხილვებით
რას მიიღებენ მონაწილეები:
-
გაზრდილი ეფქტურობა ყოველკვირეულ მუშაობაში
-
უნარები პირადი და პროფესიული განვითარებისთვის
-
კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობა
შინაარსი
გავლენა
-
გავლენის გააზრება: როგორ მუშაობს და რა სახის შეიძლება იყოს გავლენა
-
ნდობისა და ავტორიტეტის, როგორც გავლენის საფუძვლების ჩამოყალიბება.
-
ემოციური ინტელექტი: საკუთარ თავში და სხვებში ემოციების ამოცნობა და მართვა.
-
ძალაუფლების დინამიკა: ძალაუფლების სტრუქტურების იდენტიფიცირება და გამოყენება პროფესიულ გარემოში.
-
სოციალური მტკიცებულება და კონსენსუსი: სოციალური ზემოქმედების ეფექტური გამოყენება.
-
სამართლიანი ურთიერთგაცვლის პრინციპის გამოყენება.
-
აღქმული ავტორიტეტის ჩამოყალიბება და გამოყენება.
-
იშვიათობის და მაღალი ღირებულების შეგრძნების შექმნა.
-
თანმიმდევრულობა და დანაპირების შესრულება: სასურველი ქმედებისკენ მიმავალი ვალდებულებების წახალისება.
დარწმუნება
-
დარწმუნების პრინციპები: ძირითადი ცნებები და ფსიქოლოგიური პრინციპები.
-
ამბების თხრობის ტექნიკა: დამაჯერებელი ნარატივების შექმნა დარწმუნებისთვის.
-
ფორმულირება და რეფორმულირება: ინფორმაციის წარდგენა აღქმაზე გავლენის მოსახდენად.
-
დამაჯერებელი ენა: მამოტივირებელი და დამარწმუნებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება.
-
არავერბალური კომუნიკაცია: სხეულის ენა, თვალის კონტაქტი და სხვა არავერბალური ელემენტები.
-
წინააღმდეგობების დაძლევა: პრობლემების განხილვისა და გადაჭრის ტექნიკა.
-
ურთიერთობის (რაპორტის) დამყარება: კავშირების დამყარება და მოწონება (likability).
-
კითხვების ძალა: საუბრის წარმართვა სწორი კითხვების დასმით.
-
ეთიკური დარწმუნება: დარწმუნების გამოყენება პასუხისმგებლობით და ეთიკურად.
მოლაპარაკება
-
მოლაპარაკების საფუძვლები: ძირითადი პრინციპები და სახეები.
-
მომზადება და დაგეგმვა: მიზნების დასახვა, ინტერესების გააზრება და სტრატეგიების დაგეგმვა.
-
BATNA (შეთანხმების საუკეთესო ალტერნატივა): ალტერნატივების იდენტიფიცირება და გამოყენება.
-
მოლაპარაკების ეტაპები: საწყისი კონტაქტიდან შეთანხმებამდე და დახურვამდე.
-
მოლაპარაკების სტილები და ტაქტიკა: კონკურენტული და თანამშრომლობითი მიდგომები.
-
აქტიური მოსმენის უნარები: მოსმენის დონეები, გააზრება და ეფექტური პასუხი.
-
ღირებულების შექმნა: “ნამცხვრის გაზრდა” გაყოფამდე.
-
კონფლიქტის მართვა: დავების და ჩიხების მოგვარების ტექნიკა.
-
გარიგების დახურვა: შეთანხმების უზრუნველყოფა და ურთიერთვალდებულების დაფიქსირება.