ბიზნეს ანალიტიკა - Online

მარტივი გზა პროდუქტის იდეიდან მის დანერგვამდე

ნაკადი

14

ფასი

960 ₾

დასაწყისი

მალე

დასასრული

...

განრიგი

სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 - 22:00 სთ

დაგვიკავშირდით: 
მარიკა კლდიაშვილი
599 226622
marika@macademy.ge

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც ავითარებენ პროდუქტებს და გადიან გზას პროდუქტის იდეიდან მის დანერგვამდე. ასევე თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროდუქტის შექმნის რომელიმე ფაზაში ან მათ შეეხებათ დანერგილი ცვლილება. 
კურსიდან განსაკუთრებულ სარგებელს მიიღებენ: ბიზნეს ანალიტიკოსები, პროექტის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, რისკების მენეჯერები, პროცედურებზე და ბიზნეს პროცესებზე პასუხისმგებელი პირები, აიტი განყოფილების უფროსები.

ტრენერები

ტრენერები

marika.jpg

მარიკა კლდიაშვილი

მარიკა ფლობს 16 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას IT და ბიზნეს მიმართულებებით ქართულ და უცხოურ წამყვან კომპანიებში. მისი თანამდებობები სხვადასხვა დროს მოიცავდა ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის დეპარტამენტების უფროსის პოზიციებს.

მარიკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერთა მეცნიერებების ფაკულტეტი, ამჟამად არის ბიზნეს ტექნოლოგიების დოქტორანტი და იგი ასევე არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი).

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png
ვანო ნადირაძე.png

ვანო ნადირაძე

ვანო არის პროექტის მენეჯერი, პროექტის მართვის კონსულტანტი და ტრენერი 10+ წლიანი გამოცდილებით. იგი ასევე არის "PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის" დამფუძნებელი, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org).

 

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

კურსი შედგება 4 ძირითადი მოდულისგან:

პირველი მოდული

სტრატეგია და ბიზნეს ქეისი - პროდუქტის მომგებიანობა - ასწავლის მსმენელებს თუ საიდან ჩნდება პროექტები. რა ეტაპებს უნდა გადიოდეს პროდუქტის იდეა საბოლოო გადაწყვეტილების (შესრულება/არ შესრულების) მიღებამდე, როგორ უნდა მოხდეს სარგებლის და პოტენციური რისკების გაანალიზება და დაანგარიშება; ასევე განიხილება გადაწყვეტილების მიღების მეთოდები და მეთოდოლოგიები;

 

მეორე მოდული

ამოცანის ჩამოყალიბება, ფუნქციური და ტექნიკური დავალება - იხილავს თუ როგორ უნდა მოხდეს დამტკიცებული პროდუქტის დეტალური აღწერა, რათა მოხდეს შესაბამისი პროექტის ინიცირება, შემდგომ ფუნქციური და ტექნიკური დავალებების შექმნა აიტი სამუშაოების დასაგეგმად და შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად (ეს შესაძლებელია იყოს კომპანიის შიდა პროცედურები, ტრენინგები, შესაბამისი კომუნიკაცია, მარკეტინგული აქტივობები და სხვა); ასევე მოდულის ფარგლებში განიხილება სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპები და ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ამ პროცესში. 

 

მესამე მოდული

შესრულება - განიხილავს იმ ეტაპს, როდესაც დამტკიცებული პროდუქტის ტექნიკური დავალების შესაბამისად სხვადასხვა სამსახურები ასრულებენ შეთანხმებულ სამუშაოებს, თუ რა არის ამ ეტაპის ფარგლებში ბიზნეს ანალიტიკოსის როლი, რა არის ამ ეტაპის მთავარი სირთულეები და შეზღუდვები. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ტესტირების მართვაზე  და თავდაპირველი ამოცანის ცვლილებების მართვაზე.

 

მეოთხე მოდული

პროდუქტის ჩაშვება ექსპლუატაციაში - ტექნიკური ცვლილებების დანერგვის შემდეგ პროექტი დამთავრებული არ არის. სწორედ ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს ანალიტიკოსის ჩართულობა და მისი მხარდაჭერა. მოდული განიხილავს დანერგვის შემდგომ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის საბოლოო გაშვებას.

ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. 

შინაარსი

სტრატეგია და ბიზნეს ქეისი - პროდუქტის მომგებიანობა

  • ორგანიზაციის მისია, ხედვა, სტრატეგიული ნაბიჯები და მათი კავშირი პროექტებთან

  • ბიზნეს ქეისის არსი

  • პროდუქტის / სერვისის მომგებიანობის დათვლა და ანალიზი

  • პროდუქტის სხვა სარგებლის (მაგალითად: რეპუტაცია, პროცესების ოპტიმიზაცია, რისკების შემცირება და სხვა) ანალიზი

  • რისკების და შეზღუდვების ანალიზი

  • გადაწყვეტილების მიღება - რამდენის დახარჯვა ღირს პროდუქტის განვითარებისთვის? Cost of conformance / cost of non-conformance

  • პროდუქტის განვითარების გეგმა - Product roadmap

 

ამოცანის ჩამოყალიბება, ფუნქციური და ტექნიკური დავალება

  • პროდუქტის პირველადი აღწერილობა

  • მონაწილე მხარეების იდენტიფიკაცია

  • მოთხოვნების (ბიზნეს მოთხოვნები, მომხმარებლის მოთხოვნები, ტექნიკური მოთხოვნები, ახალ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნები, ხარისხის მოთხოვნები, მოთხოვნები პროექტის მსვლელობის მიმართ, სხვადასხვა შეზღუდვები და სხვ.) შეგროვება და გათვალისწინება

  • ბიზნეს პროცესის აწყობა

  • UML დიაგრამების აწყობა

  • ალგორითმის აგება

  • ფუნქციური და ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება

  • ამოცანის გადაცემა შესრულებისთვის

  • ბიზნესანალიტიკოსის მონაწილეობა სატენდერო დოკუმენტაციის შექმნაში (RFI,RFP)

  • Impact ანალიზი

 

შესრულება

  • ხარისხის კონტროლი

  • ხარისხის უზრუნველყოფა: ტესტირების გეგმის შედგენა; ტესტირების ქეისების, ტესტირების სცენარების მომზადება; “ჩეკლისტების” გამოყენება

  • მოთხოვნების და ამოცანის ცვლილების მართვა

 

პროდუქტის ჩაშვება ექსპლუატაციაში

  • პროცედურების მომზადება, ტრენინგების ჩატარება

  • ტექნიკური ცვლილებების და დანერგვის მართვა

  • პროდუქტის საპილოტო გაშვება და მონიტორინგი

  • ხარვეზების გასწორება

  • ტექნიკური მხარდაჭერის დაგეგმვა

  • პროდუქტის საბოლოო გაშვება